მთავარი » ფაილები »

ჩვენს შესახებ
[ · გადმოწერა წაშლილია (10) ] 11.15.2013, 1:37 PM

პროექტის ავტორი:დალი კობახიძე

ლანა ირემაძე – დავიბადე 1997 წლის 17 სექტემბერს, ცაგერის რაიონში. ამჟამად ვსწავლობ ქ.ქუთაისის 29–ე საჯარო სკოლოს XI კლასში.
ვარ წარჩინებული მოსწავლე. ამავე დროს ვმონაწილეობ სხვადასხვა
კონკურსებში, კინფერენციებში და ღონისძიებებში.მაქვს წარმატებებიც.
2009 წელს გავიმარჯვე ჩაღლარის საგანმნათლებლო დაწესებულების მიერ გამართულ ოლიმპიადაში. გავიარე სწავლების სამთვიანი კურსი და გადმომეცა სერთიფიკატი, როგორც წარჩინებულ მოსწავლეს.
2010 წელს აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის, დავჯილდოვდი საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის დიპლობით.
2013წელს მივიღე მონაწილეობა პროექტში „ექვთიმე ღვთისკაცი" და „გავუთბოთ მოხუცებს გულები".დავიმსახურე სიგელები.მაქვს წარმატებები ცურვაში,აღებული მაქვს რამდენიმე პირველი დგილი.
მიყვარს მხატვრული ლიტერატურა და თავისუფალ დროს ძირითადად ვუთმობ წიგნების კითხვას.

სალომე ცეცხლაძე – დავიბადე 1997 წლის 20 აგვისტოს ქ.ქთაისში. ამჟამად ვსწავლობ 29–ე საჯარო სკოლის
XI კლასში.ვარ წარჩინებული მოსწავლე.
2010წელს დამაჯილდოეს დიპლომით აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი
ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის.
2011 წელს მივიღე სიგელი სწავლაში მიღწეული წარმატებისათვის.
2012 წელს მოსწავლეთა ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ დამაჯილდოვა მოსწავლეტა სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციის ხელოვნებათმცოდნეობისა და ქართული ენის სექციაში გამარჯვებისათვის.
2013 წელს – მოსწავლეთა ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ გადმომცა
სექციაში გამარჯვებისთვის.
2 წელია ვცეკვავ. ვარ ანსამბლ ‘’აფხაზეთის’’ წევრი. ვმოგზაურობ
საზღვარგარეთ ქვეყნებში და მაქვს დიდი მიღწევები.
მიყვარს მხატვრული ლიტერატურა. ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსებსა და პროქტებში. აქტიურად ვმონაწილეობ სკოლის ცხოვრებაში.

ნანა ფერაძე –დავიბადე 1997 წლის 15 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში.
ვსწავლობ ქალაქ ქუთაისის 29–ე საჯარო სკოლის XI კლასში
2001–2011 წლებში დავდიოდი ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,მამულში." დავამთავრე სწავლების
სრული კურსი, აღებული მაქვს რამდენიმე სიგელი და მედალი ცეკვის კონკურსებში გამარჯვებისათვის.
2010 წელს მივიღე დიპლომი აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის.
მონაწილეობა მივიღე პროექტში ,,გავუთბოთ მოხუცებს გულები.
ასევე აქტიურად ვმონაწილეობ სხვადასხვა კონკურსებში,ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.
ამავე დროს ვარ სკოლის თვირთმართველობის თავმჯდომარე.
თავისუფალ დროს ვკითხულობ წიგნებს და ვუყურებ ფილმებს.


გიორგი მეშვილდიშვილი – დავიბადე 1998 წლის 19 იანვარს ქ.ქუთაისში. ვარ ქუთაისის 29–ე საჯარო სკოლის 10–ე კლასის მოსწავლე. აქტიურად ვერთვები სკოლის ცხოვრებაში.
მიყვარს წიგნების კითხვა, თავისუფალდროს ძირითადად ვატარებ მეგობრებთან ერთად.
ვფიქრობ,რომ ვარ წარმატებული ადამიანი, რადგან ბევრ კონკურსსა
და პროექტში მიმიღია მონაწილეობა .
ასევე დავდიოდი ხალხურ ცეკვებზე2005–2010წწ და მაქვს ბევრი ჯილდო მოპოვებული.
ვწერ ლექსებს და 2009 წელს გამართულ შემოქმედებით კონკურსში ჩემს მირ წარდგენილი ნამუშევრები დასახელდა, როგორც ერთ–ერთი საუკეთესო ნაწარმოები.
2010 წელს გამართულ კონკურსში „ მე რომ ნატვრის თვალი მქონდეს..." მივიღე საპრიზო
ადგილი.ამავე წელს ქუთაისის მასშტაბით ჩატარებულ ისტორიის ტურში ავიღე მე–3 ადგილი.
2011 წელს ჩატარდა ტური ზოგად უნარებში , სადაც
გავედი მე–3 ადგილზე.
2012 წელს ჩატარებულ ლიტერატურის(პროზა) საქალაქო კონკურსში ავიღე პირველი ადგილი.
აქტიურად ვმონაწილეობ მოსწავლეთასასწავლო–შემოქმედებით კონფერენციებში და ამის გამო 2012– 2013 წწ ქართულ ენასა და მათემატიკაში მივიღე საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სიგელი.
2013 წელს მივიღე მონაწილეობა ქართული ენის დღისადმი
მიძღვნილ ღონისძიებებში. ამავე წელს ვმონაწილეობდი არასამთავრობო ორგანიზაციის აისეკის
მიერ ჩატარებულ პროექტში და არასამთავრობო ორგანიზაცია თაობათა დიალოგის პროექტში– „ კოდი".
ვარ ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის წევრი 2012 წლიდან და ჩემი სკოლის ე.წ. დეპუტატი.

თამარ კორძაძე - დავიბადე 1997 წლის 17 მაისს ქალაქ ქუთაისში. ვარ ქალაქ ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლის კლასის მოსწავლე.ვარ წარჩინებული მოსწავლე. ამავე დროს ვმონაწილეობ სხვადასხვა კონკურსებში&კონფერენციებსა და ღონისძიებებში.მაქვსწარმატებებიც.
2009 წელს მონაწილეობა მივიღე ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ გამართულ ოლიმპიადაში, გავიარე ინგლისურისა და თურქული ენების შემსწავლელი3თვიანი კურსი და როგორც წარჩინებულ მოსწავლეს გადმომეცა სერთიფიკატი.
2010 წელს ჩემი ჩანახატი ,,კოლხას მიწა" დაიბეჭდა
ჟურნალ ,,კოლაჟში".
2011 წლის 1 ივნისს მონაწილეობა მივიღე ეკოლოგიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში .
2012 წლის 12 ივნისს ,,სუიციდის, მოზარდებს შორის ტრეფიკინგის,კიბერ ნარკომანიის, ნარკომანიის"წინააღმდეგ მიძღვნილ კონფერენციაში.
ახლაც აქტიურად ვარ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში.


ოთარ ლოლაძე – დავიბადე 1996 წლის 10 ივლისს ქ.თბილისში. ამჟამად ვსწავლობ ქ.ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლის XI კლასში.
2005 წლიდან დავდივარ ბ/რ ჭიდაობაში და მაქვს წარმატებებიც. ვარ საერთაშორისო შჯიბრებების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი.
2009 წელს გავიმარჯვე ჩაღლარის საგანმნათლებლო დაწესებულების მიერ გამართულ ოლიმპიადაში. გავიარე სწავლების სამთვიანი კურსი და გადმომეცა სერთიფიკატი, როგორც წარჩინებულ მოსწავლეს.
ქტიურად ვარ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში.
თავისუფალ დროს ვატარებ კომპიუტერთან. ვეძებ და ვკითხულობ სხვადასხვა სახის შემეცნებით ინფორმაციებს.

ხელმძღვანელი : ქიმიის პედაგოგი დალი კობახიძე.
კატეგორია: | დაამატა: grandioza | ტეგები: ჩვენს შესახებ
ნანახია: 1422 | რამოტვირთვები: 305 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩვენი მიზნები
კონკურსის „გაიცანით ჩემი რაიონი'' მიზანია უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქალაქი ქუთაისი ქართველ და უცხოელ თანატოლებს. ამ მიზნით საფუძვლიანად შევისწავლეთ ქალაქის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა, გარემოს მდგომარეობა, გარემოს დაცვითი პრობლემები, დავსახეთ ჩვენი ხედვა ქალაქში ტურიზმის განვითარებისათვის, რაზეც დამოკიდებულია ეკონომიკის სტრუქტურა, მოვიძიეთ ინფორმაცია ქალაქის ეკოსისტემის შესახებ, როგორიცაა ქალაქის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რელიეფი, ჰავა, ბუნებრივი რესურსები,წყლის რესურსების მდგომარეობა, მდინარეების დაბინძურების დონე. ამ მიზნით ბლოგის მომზადების პროცესში შევისწავლეთ უამრავი მასალა. ვითანამშრომლეთ სხვადასხვა დაწესებულებებთან: 1.კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, 2.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან; 3. ჭომის საუწყებო ლაბორატორიასთან; 4. კულტურის, სპორტის, , ძეგლთა დაცვის და განათლების საქალაქო სამსახურთან; 5.. არასამთავრობო ორგანიზაციებთან განსაკუთრებით კი „სპექტრთან“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მის თანამშრომლებს. მასალის დამუშავებასას და დახარისხებისას დავადგინეთ ქუთაისის გარემოს ხარისხი, წყლის, ჰაერის, მწვანე საფარის მდგომარეობა და მათზე მომქმედი ფაქტორები, დავადგინეთ ქალაქის ტურისტული პოტენციალის რეალური სურათი და მისი განვითარების პერსპექტივები, ამისთვის შევისწავლეთ ქალაქის და მისი მიდამოების ღირშესანიშნაობები, კულტურული, არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც ძვირფასი თვლებივით ბრწყინავს ჩვენი ხალხის უძველესი მატერიალური და სულიერი კულტურის საგანძურში. მუშაობისას გამოვიყენეთ ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ისტ-ის და სხვა სასკოლო დისციპლინებში მიღებული ცოდნა. კონკურსში მონაწილეობის სარგებლიანობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენსსა და ჩვენს თანატოლებში გაიზარდა ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობისათვის. გაგვივითარდა ბუნებისმეტყველებისათვის კვლევა-ძიების და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები: გავაცნობიერეთ სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა, დავეუფლებით ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესს. შედეგად: გავიუმჯობესებთ გარემოს მდგომარეობას ლოკალურ გარემოში(ავანგარდის დასახლებაში). მონაწილეობა მივიღეთ ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურთან ერთად სხვადასხვა გარემოს დაცვით აქტივობებში. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ გარემოს დაცვით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩართული ვართ მათ მიერ მოწყობილ სხვადასხვა ტრენინგ- პროგრამებში. აღსანიშნავია,რომ არასამთავრობო ორგანიზაციის „სპექტრის“ საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ გაიმართება 27-29 ნოემბერს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენი გუნდის წევრები მივიღებთ მონაწილეობას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზაციის თანამშრომლებს.
Block title
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 41
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0