მთავარი » 2013 ნოემბერი 15 » ფლორა და ფაუნა
10:56 AM ფლორა და ფაუნა | |
მცენარეულობა ქუთაისი ტერიტორიასა და მის უშუალო მისადგომებზე ახლაც არსებობს შემორჩენილი ტყეები, რომლებიც დიდ სილამაზეს აძლევენ ქალაქს და დადებითად მოქმედებენ მის კლიმატზე. ქალაქის ფარგლებში შედის მუხრანი(საღორიის ტყე) იგი მდებარეობს ქუთაისის სამხრეთ განაპირა უბანში და უკავია ამავე სახელმწიფოს ტერასა. მისი ფართობი 480 ჰექტარია და ქალაქის მთელი მიწების 6,2 %-ია. ამავე მიმართულებით ქუთაისის მიდამოების სამხრეთ-აღმოსავლეთით გაშლილია კოლხეთის ტყეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მასივი აჯამეთის ტყე, რომლის საერთო ფართობი 3400 ჰა-ის აღემატება. აქ გვხვდება ძირითადად იმერული და ქართული მუხა, შიგადაშიგ არის რცხილა, მურყანი და სხვა სახეობის ხეებიც. მუხრანისა და აჯამეთის ტყეები გამოცხადებულია ნაკრძალად და იცავს სახელმწიფო. თვით ქალაქის მიდამოებში გვხვდება მეტად ძვირფასი მერქნის მქონე ხე ძელქვა. დღეისათვის შემორჩენილია ამ მეტად ლამაზი ხის ცალკეული ეგზემპლარები. დიდი ხნიდანაა ცნობილი ჭადარი, რომელიც ქალაქშ ამჟამად ყველაზე გავრცელებული ხის ჯიშია. საკმაოდ მრავლადაა აგრეთვე იფანი, ნიკერჩხალი, ცაცხვი, აკაცია, კვიპროსი, და მაგნოლია. გვხვდება ალაგ-ალაგ ბზა და ურთხმელი (უთხოვარი). ცხოველთა სამყარო იმის გამო, რომ ქუთაისი და მისი მიდამოები ინტენსიურადაა ათვისებული ადამიანის მიერ და შექმნილია დასახლებული პუნქტების მჭიდრო ქსელი, გარეული ცხოველები მეტად მცირე რაოდენობით შემორჩა. ადრე ქალაქის შემოგარენი საუკეთესო სანადირო ადგილებად ითვლებოდა. ამჟამად შემორჩენილ მტაცებელ ცხოველთაგანაღსანიშნავია: მელა, ტურა, დედოფალა, კვრენების ოჯახიდან კვერნა და მაჩვი, მღრღნელებიდან მემდვრია, თაგვი, კურდღელი, ციყვი, ძილგუდა და ღნავი. ხელფრთიანებიდან მცირე ცხვირნალა, ულვაშა მღიობი და ღამურა. მწერიჭამიებიდან ზღარბი, კოლხურა თხუნელა, ჩვეულებრივი ძიგა და კავკასიური კბილთეთრა. ფრინველებიდან ფართოდაა გავრცელებული ტოროლა, ყვავი, ჭილყვავი, შოშია, კვირაონი, მეფეტვია, ბუ, კოდალა, ბეღურა, ღაჟო, კაჭკაჭი, ჩხიკვი, ოფოფი, შაშვი, მწყერი, ქორი, ძერა და სხვა. ადრე დაბლა ბუნებაშიიყო კოლხური ხოხობი, მაგრამ ამჟამად აღარ გვხვდება. ქვეწარმავლებიდან-ხვლიკი. გველხოკერა, ჩვეულებრივი და წყლის ანკარა, ყვითელმუცელა მცურავი და სხვა. ბევრია აგრეთვე სხვადასხვბა სახეობის კუ. ამფიბიებიდან გავრცელებულია:ჩვეულებრივი გომბეშო, მწვანე გომბეშო, წყლის ბაყაყი, ტყის ბაყაყი, წყლებში გვხვდება სხვადასხვა სახეობის თევზი. ქვისა, ქაშაყი, კობრი, კარჩხანა და სხვა... | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||
| ||
ჩვენი მიზნები
კონკურსის „გაიცანით ჩემი რაიონი'' მიზანია უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქალაქი ქუთაისი ქართველ და უცხოელ თანატოლებს. ამ მიზნით საფუძვლიანად შევისწავლეთ ქალაქის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა, გარემოს მდგომარეობა, გარემოს დაცვითი პრობლემები, დავსახეთ ჩვენი ხედვა ქალაქში ტურიზმის განვითარებისათვის, რაზეც დამოკიდებულია ეკონომიკის სტრუქტურა, მოვიძიეთ ინფორმაცია ქალაქის ეკოსისტემის შესახებ, როგორიცაა ქალაქის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რელიეფი, ჰავა, ბუნებრივი რესურსები,წყლის რესურსების მდგომარეობა, მდინარეების დაბინძურების დონე.
ამ მიზნით ბლოგის მომზადების პროცესში შევისწავლეთ უამრავი მასალა. ვითანამშრომლეთ სხვადასხვა დაწესებულებებთან:
1.კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია,
2.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან;
3. ჭომის საუწყებო ლაბორატორიასთან;
4. კულტურის, სპორტის, , ძეგლთა დაცვის და განათლების საქალაქო სამსახურთან;
5.. არასამთავრობო ორგანიზაციებთან განსაკუთრებით კი „სპექტრთან“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მის თანამშრომლებს.
მასალის დამუშავებასას და დახარისხებისას დავადგინეთ ქუთაისის გარემოს ხარისხი, წყლის, ჰაერის, მწვანე საფარის მდგომარეობა და მათზე მომქმედი ფაქტორები, დავადგინეთ ქალაქის ტურისტული პოტენციალის რეალური სურათი და მისი განვითარების პერსპექტივები, ამისთვის შევისწავლეთ ქალაქის და მისი მიდამოების ღირშესანიშნაობები, კულტურული, არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც ძვირფასი თვლებივით ბრწყინავს ჩვენი ხალხის უძველესი მატერიალური და სულიერი კულტურის საგანძურში.
მუშაობისას გამოვიყენეთ ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ისტ-ის და სხვა სასკოლო დისციპლინებში მიღებული ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის სარგებლიანობა გამოიხატება იმაში, რომ
ჩვენსსა და ჩვენს თანატოლებში გაიზარდა ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობისათვის. გაგვივითარდა ბუნებისმეტყველებისათვის კვლევა-ძიების და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები: გავაცნობიერეთ სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა, დავეუფლებით ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესს.
შედეგად:
გავიუმჯობესებთ გარემოს მდგომარეობას ლოკალურ გარემოში(ავანგარდის დასახლებაში). მონაწილეობა მივიღეთ ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურთან ერთად სხვადასხვა გარემოს დაცვით აქტივობებში. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ გარემოს დაცვით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ჩართული ვართ მათ მიერ მოწყობილ სხვადასხვა ტრენინგ- პროგრამებში.
აღსანიშნავია,რომ არასამთავრობო ორგანიზაციის „სპექტრის“ საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ გაიმართება 27-29 ნოემბერს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენი გუნდის წევრები მივიღებთ მონაწილეობას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზაციის თანამშრომლებს.
სექციის კატეგორიები
ქალაქის ისტორია [2] |
კულტურა [1] |
გარემოს მდგომარეობა და გარემოსდაცვითი პრობლემები [1] |
გეოგრაფიული მდებარეობა [1] |
ქალაქის სიმბოლიკა [1] |
ფლორა და ფაუნა [1] |
სპორტი [1] |
ადათ-წესები [1] |
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა