ენა
და დიალექტი
„ დიალექტი" ძველბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მეტყველაბას, გამოთქმას, სამეტყველო მანერას;
სიტყვა დიალექტი კიდევ გულისხმობს ამა თუ იმ პიროვნებისა თუ კუთხისათვის დამახასიათებელ
წარმოთქმას, გამოთქმას , საუბრის იერს, ინტონაციას, ხმის მიმოქცევას.
იმერული კილო საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზეა განფენილი, რაც განაპირობებს
მის ნაირგვარობას კილოკავებისა და თქმების მიხედვით. მაგ. ზემოიმერული- ბიცოლა, დაწერეს.
ქვემოიმერული- ბიცოლე, დაწერენ, არიენ , უყვალარიაენ, დამჯდალარიენ, ჭრიენ, მღრიენ,
გამთბალარიენ და ა.შ.
იმერული ქართული ენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
დილაექტია. ქარტული ენის შემდეგ იგი ყველაზე დიდი დიალექტური ერთეულია. იმერულს გარკეული
წილი მიუძღვის თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ტენდენციების წარმართვაში.
იმერეთი გეოგრაფიულად იყოფა ორ დიდ რეგიონად- ზემოიმერეთად და ქვემოიმერეთად.
იმერეთში ძირითადად წმინდა ქარტული მოსახლეობაა.
აბსოლიტური უმეტესობა საკუთრივ იმერელია. სახლობენ აგრეთვე სამცხე-ჯავახეთიდან, აგრეთვე
გადმოსული კათოლიკე ქართველები, რაჭველები, გურულები და მეგრელები, რომელთა სამეტყველო დიალექტი ამჟამად
იმერულია. იმერეთში მცირე ჯგუფებად გვხვდება სომხები(დაბა ჩხარში) და ებრაელები, რომლებიც
იმერულად უქცევენ.
იმერული ორ მსხვილ კილოკავად განიყოფება:
ზემოიმერულად( ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა,ზესტაფონი) და ქვემოიმერულად( თერჯოლა,
ტყიბული, ბაღდათი, ვანი, წყალტუბო, ხონი), მათ შორის ხშირად ისეთი სხვაობა იჩენს თავს
, რომ შესაძლებლად მიაჩნიათ ორი დამოუკიდებელი დიალექტის გამოყოფა.
ადათ–წესები
იმერეთი თავის ძველისძველი ტრადიციებითა და წესჩვეულებებითაა
განთქმული, სტუმარ–მასპინძლის ტრადიცია სხვა კუთხეების მსგავსად ეფუძნება პრინციპს "სტუმარი ღვთისაა". ამიტომ იყო
რომ ოჯახში
ყველაფერ
კარგს
რიგიანს
სტუმრისთვის
ინახავდნენ. იმერულ სუფრაზე ისმოდა სადღეგრძელოები, მსხვილსიტყვიანობა და მრავალხმიანი სიმღერები იმერეთში დაიბადა 2 პოპულარული სიმღერა: "სულიკო" და "ციცინათელა" რომელსაც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მღერიან.
საქორწინო სუფრა იმართებოდა ეზოში. მას "სეფას" უწოდებდნენ. სეფაში მაგიდები ერთმანეთის პარალელურად იყო გაშლილი. მაგიდების თავში ოდნავ შემაღლებულ ადგილზე
ნეფე–პატარძლის სუფრა იყო გაწყობილი. სუფრასთან პირველ რიგში მოწვეულ სტუმრებს დასვამდნენ, შემდეგ ნათესავებს და ახლობლებს. ბოლოს კი შინაურებს და მეზობლებს. იმერეთში შემორჩენილია შელოცვის ტრადიციები. უძუველესი დროიდან არსებობდა ბუდინების კულტი. ავადმყოფს უსრულებდნენ ყველა სურვილს, ოთახს ლამაზად რთავდნენ, უმღეროდნენ, თავს შემოავლებდნენ მამალს, შემდეგ ხდებოდა გადალოცვა. გაიტანდნენ სუფრას გზაჯვარედინზე, გამვლელი წაიღებს და ბატონები თან წაყვებაო.
იმერეთში ჰქონდათ სახლის საძირკვლის ჩაყრის რიტუალიც, მიწას ბარით პირველად ოჯახის უფროსი შეეხებოდა, წარმოთქვამდა დალოცვას, ატანდნენ მაგიურ ძალებს ქვებს, აცხობდნენ ხაჭაპურს, წირავდნენ ფრინველებს და ცხვრებს.
ქვემო იმერეთში გვალვის დროს ხატს გამოაბრძანებდნენ
ეკლესიიდან და განბანდნენ, დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს ცერემონიალი წვიმას მოიყვანდა.
იმერეთში
იყო ტრადიციული თამაშობები: კუკუდამალობანა, მგელობანა, კოჭაობა, ქორობია.
|