მთავარი » ქალაქის ისტორია
ქუთაისი ---აპოლონიუს როდოსელი
image
"...კვიტაისის ხმელეთსა და კირკეონის ველზე ამარანტების შორეული მთებიდან მორევიანი ფაზისი მიაგორებს ფართო ნაკადს ზღვისაკენ. როცა ამ მდინარის შესართავთან მიაცურებთ ხომალდს, დაინახავთ კვიტაიელი აიეტის კოშკებს... "
                                                          
აპოლონიუს როდოსელი
                                                   "არგონავტიკა". ძვ.წ III საუკუნე.

დაამატა: grandioza | Дата: 11.15.2013ნახვები | : 1032 | კომენტარები (0)

ქალაქის ისტორია
image
ქუთაისს 3500-ზე მეტი წლის ისტორია აქვს, თუ მეტი არა.ჟამიდან ჟამამდე ამ ხნის განმავლობაში ჩვენი სამშობლო საქართველო, ასევე ქუთაისი, საქართველოს გულის გული მტერმაც ბევრმა ინახულა და მოყვარემ მოყვრულად. ანტიკური ეპოქის ელადები და ბიზანტიელები, რომაელები, სპარსელები, არაბები, თურქ-სელჩუკები და თურქები, რუსნი და სკვითნი აგრევდნენ, წვავდნენ, მიწასთან ასწორებდნენ, მაგრამ კვლავ ფენიქსივით აღიმართებოდა ქვათლილი ქალაქი. მას შემდეგ ბერჯერ იწვიმა და იქუხა ცამ, წყალმაც ბევრმა ჩაიარა მდინარე რიონში და მოდის , მოდის დასაბამიდან ამაყი სახელი ქალაქი ქუთაისისა, "მზესავით ცხელი-მზესავით ნათელი-მზესავით გახელებული-მზესავით მართალი მოდიოდა და საუკუნეებს უტოვებდა მზის ნიშანს. „ივერიის ქალწულის თვალებით იმზირებოდა საუკუნეთა სიღრმიდან, მარადისობაში გადასული სასოებით იტვიფრავდა მკერდზე ქრისტეს სახელს და ვაზის ჯვრით იშენებდა უკვდავების ტაძარ-მონასტერს. 
ქუთაისმა ისტორიული განვითარების მეტად ხანგრძლივი რთული გზა განვლო. ქუთაისის წარსული ძლზე მდიდარია საინტერესო მოვლენებით. სახელწოდება „ქუთაისი’’-ს შესახებ ბევრი სხვადასხვა აზრია გამოთქმული. 
ქუთაისი როგორც გეოგრაფიული პუნქტი ჩაისახა ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე , სადაც მეგრულ-ჭანური, ქართველური ტომები ცხოვრობდნენ , ამიტომ სიტყვა ქუთაისის ძირი მეგრული დიალექტის ლექსიკონში უნდა ვეძებოთ. ამ დიალექტზე კი „ ქვა’’ შეესატყვისება „ქუა’’ ქუთაისის სახელწოდებას .მაშასადამე საფუძვლად უდევს „ქუა". ბერძნები ძველად ქუთაისს „კუტაიას" უწოდებენ . თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას , რომ ქუთაისის ფარგლებში მდინარე რიონის კალაპოტი მთლიანად ქვიანია , მხოლოდ თვით ქალაქის ციტადელი და ძველესი კვარტლები კლდოვან მაღლობზე იყო გაშენებული , ყველაზე უფრო სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ,რომ ქალაქმა ქვიანი ადგილისაგან მიიღო სახელწოდება. მისი პირველი სახელი შეიძლება ასე წარმოვადგინოთ „ქუთა-ია". ამ სიტყვის პირველი ნაწილი „ქუა"-ს უკავშირდება ,მაგრამ შემდგომში „ ქუათა-ია" „ქუთა-ია"-დ გარდაიქმნა ,ხოლო სუფიქსი „ია" შეიცვალა სუფიქსით „ისი" . 
1969 წელს პოეტმა ალეკო შენგელიამ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია „ქუთაისი-3500". ამ წერილის „ ყველა ძირითად მოტივს" მეცნიერთა საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი . ქუთაისის ხნოვანების „არანაკლები 3500 წლით" განსაზღვრის მეცნიერულად დასაბუთების პირველი ცდა ეკუთვნის პროფესორ ლევან სანიკიძეს . 

დაამატა: grandioza | Дата: 11.15.2013ნახვები | : 1481 | კომენტარები (0)

ჩვენი მიზნები
კონკურსის „გაიცანით ჩემი რაიონი'' მიზანია უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქალაქი ქუთაისი ქართველ და უცხოელ თანატოლებს. ამ მიზნით საფუძვლიანად შევისწავლეთ ქალაქის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა, გარემოს მდგომარეობა, გარემოს დაცვითი პრობლემები, დავსახეთ ჩვენი ხედვა ქალაქში ტურიზმის განვითარებისათვის, რაზეც დამოკიდებულია ეკონომიკის სტრუქტურა, მოვიძიეთ ინფორმაცია ქალაქის ეკოსისტემის შესახებ, როგორიცაა ქალაქის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რელიეფი, ჰავა, ბუნებრივი რესურსები,წყლის რესურსების მდგომარეობა, მდინარეების დაბინძურების დონე. ამ მიზნით ბლოგის მომზადების პროცესში შევისწავლეთ უამრავი მასალა. ვითანამშრომლეთ სხვადასხვა დაწესებულებებთან: 1.კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, 2.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან; 3. ჭომის საუწყებო ლაბორატორიასთან; 4. კულტურის, სპორტის, , ძეგლთა დაცვის და განათლების საქალაქო სამსახურთან; 5.. არასამთავრობო ორგანიზაციებთან განსაკუთრებით კი „სპექტრთან“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მის თანამშრომლებს. მასალის დამუშავებასას და დახარისხებისას დავადგინეთ ქუთაისის გარემოს ხარისხი, წყლის, ჰაერის, მწვანე საფარის მდგომარეობა და მათზე მომქმედი ფაქტორები, დავადგინეთ ქალაქის ტურისტული პოტენციალის რეალური სურათი და მისი განვითარების პერსპექტივები, ამისთვის შევისწავლეთ ქალაქის და მისი მიდამოების ღირშესანიშნაობები, კულტურული, არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც ძვირფასი თვლებივით ბრწყინავს ჩვენი ხალხის უძველესი მატერიალური და სულიერი კულტურის საგანძურში. მუშაობისას გამოვიყენეთ ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ისტ-ის და სხვა სასკოლო დისციპლინებში მიღებული ცოდნა. კონკურსში მონაწილეობის სარგებლიანობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენსსა და ჩვენს თანატოლებში გაიზარდა ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობისათვის. გაგვივითარდა ბუნებისმეტყველებისათვის კვლევა-ძიების და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები: გავაცნობიერეთ სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა, დავეუფლებით ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესს. შედეგად: გავიუმჯობესებთ გარემოს მდგომარეობას ლოკალურ გარემოში(ავანგარდის დასახლებაში). მონაწილეობა მივიღეთ ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურთან ერთად სხვადასხვა გარემოს დაცვით აქტივობებში. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ გარემოს დაცვით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩართული ვართ მათ მიერ მოწყობილ სხვადასხვა ტრენინგ- პროგრამებში. აღსანიშნავია,რომ არასამთავრობო ორგანიზაციის „სპექტრის“ საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ გაიმართება 27-29 ნოემბერს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენი გუნდის წევრები მივიღებთ მონაწილეობას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზაციის თანამშრომლებს.
Block title
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 41
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0