მთავარი » 2013 ნოემბერი 14 » ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა"სუფთა ჰაერი ქალაქს"
10:26 PM ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა"სუფთა ჰაერი ქალაქს" | |
ათეული წლების განმავლობაში ქუთაისი საქართველოს
მსხვილ ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენდა. უკანასკნელ პერიოდში წარმოების მკვეთრმა შემცირებამ
გამოიწვია გარემოზე დამაბინძურებლების ზემოქმედენის მნიშვნელოვანი კლება. მსხვილი საწარმოები
შეიცვალა დაბინძურების მასშტაბის მიხედვით მცირე და საშუალო წყაროებით.ქუთაისის ატმოსფერული
ჰაერის პოტენციურ დამაბინძურებლებია:
თანამედროვე
ეტაპზე წარმოების მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია გარემოს დამაბინძურებლების მნიშვნელოვანი
შემცირება. მსხვილი საწარმოები შეიცვალა დაბინძურების მასშტაბის მიხედვით მცირე და
საშუალო წყაროებით. არსებული მწირი რესურსებით შეუძლებელია,ზესტად
დადგინდეს ქალაქის ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებელი. მიუხედავად ამისა,
სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე განისაზღვრება სამრეწველო საწარმოების მიერ ატმოსფეროსი
გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ჯამური ემისიები.
ბოლო 15 წლის მანძილზე ქვეყანაში შექმნილი
რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ატმოსფეროს დაბინძურებაში მნიშვნელოვნად
გაიზარდა საყოფაცხოვრებო გამონაბოლქვის წილი.
ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას და მის ხარისხს
ასევე იკვლევს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია. ჩვენი,გუნდის წევრებმაც
მივიღეთ მონაწილეობა ჰაერის სინჯის აღებასა და შემდეგ კვლევებში ატმოსფერული აირის გაუმჯობესებისათვის უნდა მოხდეს:
ავტოტრანსპორტის უარყოფითი გავლენის შემცირება ჰაერის ხარისხზე
; სტაციონალური წყაროებიდან გამონაბოლქვის შემცირება ;
ქალაქის ტერიტორიის მეორადი დამტვერიანების შემცირება ;
ჰაერის ხარისხის სრულყოფილი მონიტორინგის განხორციელება ;
ქალაქსი ატმოსფერული ჰაერის შესახებ მოსახლეობის გათვითცნობიერება.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |
ჩვენი მიზნები
კონკურსის „გაიცანით ჩემი რაიონი'' მიზანია უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქალაქი ქუთაისი ქართველ და უცხოელ თანატოლებს. ამ მიზნით საფუძვლიანად შევისწავლეთ ქალაქის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა, გარემოს მდგომარეობა, გარემოს დაცვითი პრობლემები, დავსახეთ ჩვენი ხედვა ქალაქში ტურიზმის განვითარებისათვის, რაზეც დამოკიდებულია ეკონომიკის სტრუქტურა, მოვიძიეთ ინფორმაცია ქალაქის ეკოსისტემის შესახებ, როგორიცაა ქალაქის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რელიეფი, ჰავა, ბუნებრივი რესურსები,წყლის რესურსების მდგომარეობა, მდინარეების დაბინძურების დონე.
ამ მიზნით ბლოგის მომზადების პროცესში შევისწავლეთ უამრავი მასალა. ვითანამშრომლეთ სხვადასხვა დაწესებულებებთან:
1.კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია,
2.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან;
3. ჭომის საუწყებო ლაბორატორიასთან;
4. კულტურის, სპორტის, , ძეგლთა დაცვის და განათლების საქალაქო სამსახურთან;
5.. არასამთავრობო ორგანიზაციებთან განსაკუთრებით კი „სპექტრთან“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მის თანამშრომლებს.
მასალის დამუშავებასას და დახარისხებისას დავადგინეთ ქუთაისის გარემოს ხარისხი, წყლის, ჰაერის, მწვანე საფარის მდგომარეობა და მათზე მომქმედი ფაქტორები, დავადგინეთ ქალაქის ტურისტული პოტენციალის რეალური სურათი და მისი განვითარების პერსპექტივები, ამისთვის შევისწავლეთ ქალაქის და მისი მიდამოების ღირშესანიშნაობები, კულტურული, არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც ძვირფასი თვლებივით ბრწყინავს ჩვენი ხალხის უძველესი მატერიალური და სულიერი კულტურის საგანძურში.
მუშაობისას გამოვიყენეთ ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ისტ-ის და სხვა სასკოლო დისციპლინებში მიღებული ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის სარგებლიანობა გამოიხატება იმაში, რომ
ჩვენსსა და ჩვენს თანატოლებში გაიზარდა ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობისათვის. გაგვივითარდა ბუნებისმეტყველებისათვის კვლევა-ძიების და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები: გავაცნობიერეთ სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა, დავეუფლებით ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესს.
შედეგად:
გავიუმჯობესებთ გარემოს მდგომარეობას ლოკალურ გარემოში(ავანგარდის დასახლებაში). მონაწილეობა მივიღეთ ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურთან ერთად სხვადასხვა გარემოს დაცვით აქტივობებში. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ გარემოს დაცვით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ჩართული ვართ მათ მიერ მოწყობილ სხვადასხვა ტრენინგ- პროგრამებში.
აღსანიშნავია,რომ არასამთავრობო ორგანიზაციის „სპექტრის“ საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ გაიმართება 27-29 ნოემბერს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენი გუნდის წევრები მივიღებთ მონაწილეობას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზაციის თანამშრომლებს.
სექციის კატეგორიები
ქალაქის ისტორია [2] |
კულტურა [1] |
გარემოს მდგომარეობა და გარემოსდაცვითი პრობლემები [1] |
გეოგრაფიული მდებარეობა [1] |
ქალაქის სიმბოლიკა [1] |
ფლორა და ფაუნა [1] |
სპორტი [1] |
ადათ-წესები [1] |
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა