2:48 PM გარემოს მდგომარეობა და გარემოს დაცვითი პრობლემები | |
კაცობრიობის თანამედროვე
განვითარებას თან სდევს, როგორც გლობალური ისე ლოკალური ხასიათის გარემოს დაცვითი პრობლემები.სამყარო
ერთიანია და ერთიანია ცოდნა მის შესახებაც. ადამიანებს შეხება აქვთ ბუნებრივ და ანთროპოგენური
წარმოშობის მრავალ ნივთიერებებთან. არასწორი დამოკიდებულება ნივთიერებებთან საშიშია
არა მარტო თვით პიროვნებისათვის, არამედ საერთოდ გარემოს და საზოგადოებისათვის.
ქუთაისი და მისი შემოგარენი ფლობს ტურისტულ პოტენციალს.ქალაქი მდიდარია ისტორიული და ხუროთმოძღვრების ძეგლებით: ბაგრატის ტაძარი, გელათისა და მოწამეთის მონასტრები, გეგუთის ციხე-დარბაზი, სათაფლიისა და ნავენახევის მღვიმეები. ხელსაყრელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ქალაქს სამთო,ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ეკონომიური ტურიზმის განვითარების მძლავრი პოტენციალი აქვს.
აქტიური დასვენებისათვის და ტურისტებისათვის
ეკოტურისტული პროდუქტის მოწოდებისათვის დიდ მუშაობას ეწევა ტურიზმისა და კურორტების
იმერეთის ასოციაცია იმერტური, სამთო საცხენოსნო ტურისტული ფირმა თაკვერი, ფაზისის რაფტინგფლეში,
მთასვლელთა და სპელეოლოგთა კლუბი კავკასია,რომელიც მომავალი თაობის მთასვლელთა და გამყოლების
სწავლა-მომზადებას აწარმოებს. მათ მიერ დამუშაებულია სამთო-ტურისტული მარშუტები სვანეთსა
და რაჭაში.
ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებაში დიდი
მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიურ აღზრდასა და შესაბამის ცოდნას. ქუთაისისათვის აქტუალურია შემდეგი გარემოსდაცვითი პრობლემები: მოსახლეობის ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფის სისტემატიური დეფიციტი ; ზედაპირული წყლების დაბინძურება ; საყოფაცხოვრებო ნარჩენების არაეფექტური მართვა ; ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ; მწვანე საფარის მდგომარეობის გაუარესება ; მოსახლეობის დაბალი ეკოლოგიური ცნობიერება . | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
ქალაქის ისტორია [2] |
კულტურა [1] |
გარემოს მდგომარეობა და გარემოსდაცვითი პრობლემები [1] |
გეოგრაფიული მდებარეობა [1] |
ქალაქის სიმბოლიკა [1] |
ფლორა და ფაუნა [1] |
სპორტი [1] |
ადათ-წესები [1] |