მთავარი » 2013 » ნოემბერი » 13 » კულტურული ძეგლები
2:55 PM
კულტურული ძეგლები
კულტურული ძეგლები 

ქუთაისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.ქალაქი მდიდარია ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლებით: ბაგრატის ტაძარი,გელათის,მწვანეყვავილასა და მოწამეთას მონასტრები და სხვა.ცნობილია,რომ ქალაქ ქუთაისმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი სამშობლოს მრავალფეროვან ისტორიაში,როგორც გაერთიანებული საქართველოს პირველმა დედაქალაქმა და მსხვილმა პოლიტიკურმა და კულტურულმა ცენტრმა.ამ გარემოების დამადასტურებელია ისტორიის და კულტურის არაერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია,შემორჩენილი ქუთაისში.ქალაქში აღმართული უძიმერიონის მძლავრი ციტადელი,გეგუთის ციხე-დარბაზი და ქუთაისში მეფეთა სასახლის "ოქროს ჩარდახის'' ნანგრევები.ამ სასახლეებს საპატიო ადგილი უკავიათ ძველი ქართული სამოქალაქო არქიტექტურის მცირე რაოდენობით შემორჩენილ ძეგლთა შორის.



ბაგრატის ტაძარი 

ბაგრატის ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვერების შესანიშნავი ძეგლია.მას საფუძველი ჩაეყარა მაშინ,როდესაც საქართველო ცალკეული სამეფო-სამთავროებიდან გაერთიანებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა(X-XI საუკუნეების მიჯნაზე).ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კულტურულ ძეგლთა შორის. 
ბაგრატის ტაძარი მდ.რიონის მარჯვენა ნაპირის მაღლობზე,ძველი ქალაქის გალავანში მდებარეობს.მას გარშემო ქვის ზღუდე უვლის,ხოლო აღმოსავლეთით ძველი ქუთაისის ციტადელის ნანგრევები ესაზღვრება. 
1691 წელს ტაძარი დაინგრა თურქებთან ბრძოლის დროს.იგი უფრო დაზარალდა თურქების ბატონობის ხანაში(მე-17 საუკუნის 60-იანი წლებიდან მე-18 საუკუნის 70-იან წლებამდე).ტაძრის გეგმა სამკონქიანი გამოშვერილი მკლავებით გვაძლევს ჯვრის ფორმას,რომელსაც ცენტრში ზემოდან ოთხ თავისუფალ ბოძზე დადგმული აქვს გუმბათი.ამასთანავე ტაძრის დასავლეთით მკლავი რამდენადმე დაგრძელებულია. 
დასავლეთის კარიბჭიდან შევდივართ ტაძრის შიგნით,რომელსაც სამხრეთით და ჩრდილოეთით მიშენებული აქვს ორსართულიანი განყოფილებები.მეორე სართული წარმოადგენს ღია სარკმლიან პატრონიკეს. 
ჩრდილოეთის კარიბჭის აღმოსავლეთით,მეორე სართულზე,ფანჯრის ერთ მხარეზე გაკეთებულია წარწერა,სადაც მოხსენებულია საქართველოს მეფე ბაგრატ III. ფანჯრის მეორე მხარეზე მეტად საყურადღებო წარწერაა: ,, ქ.ოდეს განმტკიცნა იატაკი ქორონიკონი იყო 223".ეს წარწერა ტაძრის აგების წელს (1003წ)მიუთითებს და იმითაცაა საინტერესო,რომ ჩვენში არაბული ციფრების ხმარების სიძველეს ამოწმებს. 
ტაძარი საეკლესიო სიწმინდეებითაცაა გამორჩეული.აქ ინახება მაცხოვრის სამსჭვალი და მოციქულ თომას ნაწილები,პალიასტომისა და ბიჭვინთის ღვთისმსობლის ხატები. 
ბაგრატის ტაძრის აგებით ჩამოყალიბდა საქართველოს ტაძრული არქიტექტურის ძირითადი ტიპი.1994 წლიდან მონასტერი,როგორც ღირსშესანისნავი ძეგლი იუნესკოს აღრიცხვაზეა.სწორედ იუნესკოს სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე ჩატარდა სარესტავრაციო სამოშაოები ტაძრის აღდგენა-განახლებისათვის. 
ყველასათვის ცნობილია,რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი გაიყო ორად. გაიმართა უამრავი სატელევიზიო გადაცემები და ტელედებატები... ჩვენც შევეცდებით ვიყოთ მოკრძალებული ამ საკითხთან დაკავშირებით,ვცდილობთ თითოეული სიტყვა დიდი სიფრთხილით გამოვთქვათ.გვინდა ერთ-ერთი მამაოს აზრი ციტატის სახით მოგაწოდოთ: „ქართველი ხალხი სამი საუკუნე ელოდა, რომ წირვა-ლოცვა გადახურულში ჩატარებულიყო. მადლობა უფალს,რომ მოხდა ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია..." 



გელათი 

ქალაქ ქუთაისის აღმოსავლეთით 11 კმ-ის დაშორებით,მდ.წყალწითელას ხეობაში მდებარეობს ქართული არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლი გელათის მონასტერი. 
გელათის სამონასტრო ანსამბლს თავისი არქიტექტურული,მხატვრული გაფორმებით თვალსაჩინო ადგილი უჭირავს იმ დროის მსოფლიოს პირველხარისხოვან ძეგლებს სორის. 
მონასტერის მშენობლობა 1106 წელს დაიწყო დავით არმაშენებლის ინიციატივით.მემატიანე აღნისნავს,როდესაც მეფემ მოიფიქრა ამ მონასტრის აშნება,გამონახა ყოვლად უნაკლო და მშვენიერი ადგილი.მონასტრის მშენებლობა 1125 წელს ძირითადად დამთავრებული იყო.მას მხოლოდ გაფორმება აკლდა,რისი შესრულებაც დავითის მემკვიდრეს,დემეტრეს დაეკისრა და შეარულა კიდეც 1130 წელს. 
გელათის სამონასტრო ანსამბლსი რამდენიმე ნაგებობაა(ღვთისმსობლის მთავარი ტაძარი,წმ.გიორგის ეკლესია,წმ.ნიკოლოზის ეკლესია,სამრეკვლო,აკადემიის შენობის კედლები,დავით აღმაშენებლის საფლავი,ქვის გალავანი და სხვა)რომელთა დიდი ნაწილი 12 საუკუნისაა. 
გელათის მონასტრის არქიტექტურულ ანსამბლში თავისი სიდიადითა და მხატვრული გადაწყვეტით გამოირჩევა ღვთისმშობლის მთავარი ტაძარი.ის დღემდე პირვანდელი სახითაა მოღწეული.შენობის ასაგებად გამოყენებულია ადგილობრივი კირქვა.ტაძრის კედლები აშენებულია რიყის ქვითა და დუღაბით და ორივე მხრიდან მოპირკეთებულია ლამაზად დამუშავებული ფილაქნებით. 
სამონასტრო ანსამბლის სამხრეთ კარიბჭეში დავით აღმაშენებლის საფლავია წარწერით: " ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე:რამეთუ მთნავს ამას დავემკვიდრო მე". 
გელათის სამონასტრო ანსამბლის მშენებლობა ძირითადად მიმდინარეობდა XII-XIIსაუკუნეებსი და XIV საუკუნის დასაწყისში გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაცემის პერიოდში,გარეშე მტერთა შემოსევების შედეგად,მონასტრის მშენებლობა შეწყდა. 
XVI საუკუნის დასაწყისში იმერეთის მეფეთა ინიციატივით დაიწყო გელათის აღდგენა.სამუშაოები გრძელდებოდა XVII-XVIII საუკუნეებში.გელათი არა მარტო საეკლესიო და სამეცნიერო ცენტრი იყო,არამედ აქ არსებობდა ქართული ოქრომჭედლობის სკოლა,სადაც შექმნილი ხელოვნების ნიმუში დღეს ამშვენებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს,ხელოვნების მუზეუმისა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპოზიციებს. 
გელათში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გამჩენილი ფილოსოფოსები იოანე პეტრიწი,არსენ იყალთოელი და სხვები.გელათის აკადემიაში ისწავლებოდა: არითმეტიკა, გეომეტრია, გრამატიკა, რიტორიკა, ფილოსოფია,ასტრონომია და მუსიკა. 
გელათი მეფეთა და სახელმწიფო მოღვაწეთა საძვალე იყო,მემატიანეს აზრით თამარ მეფე დაკრძალულია გელათის მონასტერში.თამარის თანამედროვე ისტორიკოსები აღნიშნავენ "თამარი ახალს მონასტერსა გელათს დამარხესო". აქ დასაფლავებულია იმერეთის მეფე სოლომონ I. ამიტომ განუზომლად დიდია გელათის მნიშვნელობა ქართველი ხალხის ისტორიაში. 



მოწამეთა 

ქუთაისიდან ჩრდილო აღმოსავლეთით 6 კმ-ის დაშორებით წყალწითელას ხეობაში მდებარეობს სოფ.მოწამეთა,რომლის სახელწოდება დაკავშირებულია ისტორიული მთავრების ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელთან.ისინი გმირულად დაიღუპნენ არაბებთან უთანასწორო ბრძოლაში VIII საუკუნის 30-იან წლებში. არსებული ლეგენდის მიხედვით მტერთაგან წამებული ძმები მდინარის პირას უპოვიათ და იქვე არაბების მიერ დანგრეული ეკლესიის აკლდამაში ჩაუსვენებიათ. 
XI საუკუნეებსი მეფე ბაგრატ IV ეროვნული გმირების უკვდავსაყოფად ზემოთაღნიშნული ეკლესიის ნაფუძვარზე ააგო მონასტერი, რომლის ნაშთი შემორჩა დღემდე.მონასტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1-2 კმ-ის მანძილზე მდებარეობს საკაჟიას გამოქვაბული,საქართველოს პირველი ძეგლი იმ გამოქვაბულებს შორის,სადაც აღმოაჩინეს მდიდარი მასალა პალეოლითის ხანაში ადამიანის ცხოვრების შესახებ. 

ოქროს ჩარდახი
მდინარე რიონოს მარცხენა სანაპიროზე სასახლეები ყოფილა.ქვის გალავანსი არსებული ორი შენობიდან ერთი ოქროს ჩარდახია.ქალაქის გალავანს ალაყაფის ერთი კარი ჰქონდა.შიგნით საუცხოო ფრესკებით მოხატული ეკლესიაა და 20 საჟენი სიგრძის და 8 საჟენი სიგრძის ღია დარბაზი იყო. კიდევ ერთი დიდი სასახლე,სამეფო დარბაზი იდგა თაღებით შეკრულ 12 სვეტზე.ჩვენამდე ამ ნაგებობიდან,ერთ-ერთმა მოაღწია.იმერეთის მეფეები აქ მართავდნენ ლხინის,საქმიან თათბირებს და მეჯლისებს. 




გეგუთის ციხე-დარბაზი 

ფეოდალური ხანის არქიტექტურულ ძეგლებს შორის გეგუთის სამეფო სასახლეს,როგორც საერო დანიშნულების ნაგებობას განსაკუთრებული ადგილი უკავია.ძეგლმა ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.1953-1956 და შემდგომ წლებში ჩატარებული კვლევებით მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა შენობის თავდაპირველი არქიტექტურული ფორმისა და ცალკეულ ნაგებობათა ფუნქციური დანიშნულების განსაზღვრა. 
სასახლის მთლიანი მშენებლობა XII-XIII საუკუნეებში დასრულდა.იგი სხვადასხვა დანიშნულების 21 ოთახს შეიცავდა , ხოლო მის ცენტრში დიდი გუმბთიანი დარბაზი იყო,რომელიც გამოირჩეოდა შენობის კომპოზიციით. 
გეგუთის სასახლე,რომელსაც ორი ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი ეჭირა, თავისი მასშტაბითა და არქიტექტურული ფორმებით ეპოქის მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენდა. იგი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.მემატიანეების მოწმობით გეგუთში მოღვაწეობდნენ დავით აღმაშენებელი(1089-1125),დემეტრე I (1125-1156), გიორგი III (1156-1184), თამარ მეფე (1184-1213) და სხვანი. 



სათაფლია 

ქუთაისიდან 6 კმ-ის დაშორებით მდებარეობს სათაფლიის ნაკრძალი.ნაკრძალში ისტორიამდელი ორი ძეგლია: ცარცული პერიოდის გიგანტურ ცხოველთა - დინოზავრთა ნაკვალევი და კარსტული გამოქვაბულები. მსოფლიო მნიშვნელობის გაოქვაბულს მიაკვლია, ქართველმა მხარეთმცოდნემ პეტრე ჭაბუკიანმა. 
კარსტული გამოქვაბულის მახასიათებელია მრავალფეროვანი ფორმის სტალაქტიდები და სტალაგმიტები - კირქვის გამჭვირვალე სვეტები და თაღები. 
სათაფლიის მთის კიდევ უფრო დიდმნიშვნელოვანი ძეგლია დინოზავრთა ნაკვალევი. 
მერგელოვანი კირქვები, რომლებზეც გიგანტურ ცხოველთა ნაკვალევი აღმოჩნდა, გეოლოგთა მტკიცებით, 120 მილიონი წლის წინათ უნდა დალექილიყო. 
ქვედა და ზედა ნაკვალევთა საფუძველზე აღმოჩენილი და აღწერილია დინოზავრთა ორი ჯგუფი. ქვედა ნაკვალევის ნატერფალი მტაცებელ დინოზავრებს უნდა ეკუთვნოდეთ,ზედა ნაკვალევიანი შრის ნატერფალი კი - ბალახისმჭამელებს. 
მეცნიერთა მოსაზრებით,ხმელეთსა და ზღვას შორის საზღვარი ქუთაისთან გადიოდი,დინოზავრთა საცხოვრებელს კი წარმოადგენდა ზღვის სანაპირო. 
ნაკრძალის ტერიტორია ბორცვიანია, მთაგორიანია. აქ დაცულია 70-ზე მეტი სახეობის მერქნიანი, 500-მდე ბალახოვანი მცენარე. მათი უმრავლესობა წითელ წიგნშია შეტანილი. ასეთებია : კოლხური ბზა, უთხოვარი, ძელქვი, თელა, მუხა, წაბლი და სხვა. უხვადაა სამკურნალო და თაფლოვანი მცენარეები. 


ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის აკად. ნ.ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განძთსაცავი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა.იგი 1912 წელს დაარსდა. მუზეუმში დაცულია დიდმნიშვნელოვანი ფონდები, რომელთა შორის, უწინარეს ყოვლისა აღსანიშნავია ქართული არქეოლოგიური ძეგლების მდიდარი კოლექცია: ქვის, კაჟის, ბრინჯაოსა და რკინის საბრზოლო და სამეურნეო იარაღები. ძვირფასი ქვებისა და ლითონების სამკაულები. მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი კერამიკა, ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის კოლხური კულტურის დამახასიათებელი ძეგლები. მუზეუმის განძს შეადგენს ქართული ხელნაწერი წიგნები. აქ სულ 800-მდე ხელნაწერი წიგნია დაცული, რომელთა მეცნიერული ღირებულება ფასდაუდებელია არა მარტო საქართველოს ისტორიისა და კულტურული წარსულის შესასწავლად,არამედ აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისითაც. ქუთაისის მუზეუმს ამშვენებს შუა საუკუნეების ხელოვნების ძეგლები.განსაკუთრებით აღსანისნავია X-XII საუკუნეების ოქრომჭედლობის ნიმუშები,რომლებიც მხატვრულ-ტექნიკური დამუშავებითა და სტილისტური გადაწყვეტის თვალსაზრისით საპატიო ადგილს იკავებენ,მსოფლიოს ოქრომჭედლობის საუკეთესო ძეგლების გვერდით. მუზეუმში დაცულია ნუმიზმატიკური ფონდის მდიდარი კოლექციები, რომლებიც მოიცავენ ხანგრძლივ პერიოდს ანტიკური ხანიდან დღემდე. 

ქუთაისს ყოველთვის დიდი წვლილი შეჰქონდა ქართული კულტურის განვითარებაში,აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ : დიდი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელი, მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე, დავით კლდიაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა დადიანი, ლეო ქიაჩელი. 
1911 წელს ქუთაისში შეიქმა სიმბოლისტური ჯგუფი ცისფერყანწელებისა,რომელსიც გაერთიანდნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, კაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრრინდაშვილი და სხვანი. აქ დაიბადა გალაქტიონ ტაბიძის პირველი კრებული. 
ქუთაისი ქართული მუსიკის მშვენების ზაქარია ფალიაშვილის, მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძისა და მხატვრის დავით კაკაბაძის სამშობლოა. აქ დაიბადა სიმღერა "სულიკო", რომელიც ერთგვარად ქართველთა ჰიმნად და სავიზიტო ბარათად იქცა საერთაშორისო არენაზე. 
ქალაქი დღესაც არ ღალატობს თავის ტრადიციებს და ცდილობს შეინარჩუნოს ერთ-ერთი წამყვანი კულთურული ცენტრის სახელი. 
ქუთაისში ფუნქციონირებს: 
ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი. 
ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი. 
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქუთაისის თოჯინების თეატრი. 
ქუთაისის სატირისა და იუმორის თეატრი. 
ქუთაისის ნიღბების თეატრი. 
დ.კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეა. 
ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.
კატეგორია: კულტურა | ნანახია: 3732 | დაამატა: grandioza | ტეგები: კულტურული ძეგლები | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩვენი მიზნები
კონკურსის „გაიცანით ჩემი რაიონი'' მიზანია უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქალაქი ქუთაისი ქართველ და უცხოელ თანატოლებს. ამ მიზნით საფუძვლიანად შევისწავლეთ ქალაქის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა, გარემოს მდგომარეობა, გარემოს დაცვითი პრობლემები, დავსახეთ ჩვენი ხედვა ქალაქში ტურიზმის განვითარებისათვის, რაზეც დამოკიდებულია ეკონომიკის სტრუქტურა, მოვიძიეთ ინფორმაცია ქალაქის ეკოსისტემის შესახებ, როგორიცაა ქალაქის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რელიეფი, ჰავა, ბუნებრივი რესურსები,წყლის რესურსების მდგომარეობა, მდინარეების დაბინძურების დონე. ამ მიზნით ბლოგის მომზადების პროცესში შევისწავლეთ უამრავი მასალა. ვითანამშრომლეთ სხვადასხვა დაწესებულებებთან: 1.კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, 2.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან; 3. ჭომის საუწყებო ლაბორატორიასთან; 4. კულტურის, სპორტის, , ძეგლთა დაცვის და განათლების საქალაქო სამსახურთან; 5.. არასამთავრობო ორგანიზაციებთან განსაკუთრებით კი „სპექტრთან“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მის თანამშრომლებს. მასალის დამუშავებასას და დახარისხებისას დავადგინეთ ქუთაისის გარემოს ხარისხი, წყლის, ჰაერის, მწვანე საფარის მდგომარეობა და მათზე მომქმედი ფაქტორები, დავადგინეთ ქალაქის ტურისტული პოტენციალის რეალური სურათი და მისი განვითარების პერსპექტივები, ამისთვის შევისწავლეთ ქალაქის და მისი მიდამოების ღირშესანიშნაობები, კულტურული, არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც ძვირფასი თვლებივით ბრწყინავს ჩვენი ხალხის უძველესი მატერიალური და სულიერი კულტურის საგანძურში. მუშაობისას გამოვიყენეთ ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ისტ-ის და სხვა სასკოლო დისციპლინებში მიღებული ცოდნა. კონკურსში მონაწილეობის სარგებლიანობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენსსა და ჩვენს თანატოლებში გაიზარდა ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობისათვის. გაგვივითარდა ბუნებისმეტყველებისათვის კვლევა-ძიების და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები: გავაცნობიერეთ სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა, დავეუფლებით ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესს. შედეგად: გავიუმჯობესებთ გარემოს მდგომარეობას ლოკალურ გარემოში(ავანგარდის დასახლებაში). მონაწილეობა მივიღეთ ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურთან ერთად სხვადასხვა გარემოს დაცვით აქტივობებში. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ გარემოს დაცვით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩართული ვართ მათ მიერ მოწყობილ სხვადასხვა ტრენინგ- პროგრამებში. აღსანიშნავია,რომ არასამთავრობო ორგანიზაციის „სპექტრის“ საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ გაიმართება 27-29 ნოემბერს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენი გუნდის წევრები მივიღებთ მონაწილეობას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზაციის თანამშრომლებს.
Block title
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 41
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0