მთავარი » 2013 » ნოემბერი » 15 » ქალაქის ისტორია
1:58 PM
ქალაქის ისტორია
ისტორია:  ქუთაისი საქართველოს კულტურული ცენტრი მსოფლიოს უძველეს ქალაქთა რიცხვს განეკუთვნება. მისი ისტორია შორეულ საუკუნეების წყვდიადში იკარგება. ბერძენი და ბიზანტიელი მწერლები, ქართველი ჟამთაღმწერლები და ისტორიკოსები, ევროპელი მოგზაურები და მისიონერები, დესპანები და სწავლულები აღტაცებით მოგვითხრობენ ქუთაისზე და მის ბუნებრივ მშვენიერებაზე.


ქუთაისს 3500-ზე მეტი წლის ისტორია აქვს, თუ მეტი არა.ჟამიდან ჟამამდე ამ ხნის განმავლობაში ჩვენი სამშობლო საქართველო, ასევე ქუთაისი, საქართველოს გულის გული მტერმაც ბევრმა ინახულა და მოყვარემ მოყვრულად. ანტიკური ეპოქის ელადები და ბიზანტიელები, რომაელები, სპარსელები, არაბები, თურქ-სელჩუკები და თურქები, რუსნი და სკვითნი აგრევდნენ, წვავდნენ, მიწასთან ასწორებდნენ, მაგრამ კვლავ ფენიქსივით აღიმართებოდა ქვათლილი ქალაქი. მას შემდეგ ბერჯერ იწვიმა და იქუხა ცამ, წყალმაც ბევრმა ჩაიარა მდინარე რიონში და მოდის , მოდის დასაბამიდან ამაყი სახელი ქალაქი ქუთაისისა, "მზესავით ცხელი-მზესავით ნათელი-მზესავით გახელებული-მზესავით მართალი მოდიოდა და საუკუნეებს უტოვებდა მზის ნიშანს. „ივერიის ქალწულის თვალებით იმზირებოდა საუკუნეთა სიღრმიდან, მარადისობაში გადასული სასოებით იტვიფრავდა მკერდზე ქრისტეს სახელს და ვაზის ჯვრით იშენებდა უკვდავების ტაძარ-მონასტერს. 
ქუთაისმა ისტორიული განვითარების მეტად ხანგრძლივი რთული გზა განვლო. ქუთაისის წარსული ძლზე მდიდარია საინტერესო მოვლენებით. სახელწოდება „ქუთაისი’’-ს შესახებ ბევრი სხვადასხვა აზრია გამოთქმული. 
ქუთაისი როგორც გეოგრაფიული პუნქტი ჩაისახა ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე , სადაც მეგრულ-ჭანური, ქართველური ტომები ცხოვრობდნენ , ამიტომ სიტყვა ქუთაისის ძირი მეგრული დიალექტის ლექსიკონში უნდა ვეძებოთ. ამ დიალექტზე კი „ ქვა’’ შეესატყვისება „ქუა’’ ქუთაისის სახელწოდებას .მაშასადამე საფუძვლად უდევს „ქუა". ბერძნები ძველად ქუთაისს „კუტაიას" უწოდებენ . თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას , რომ ქუთაისის ფარგლებში მდინარე რიონის კალაპოტი მთლიანად ქვიანია , მხოლოდ თვით ქალაქის ციტადელი და ძველესი კვარტლები კლდოვან მაღლობზე იყო გაშენებული , ყველაზე უფრო სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ,რომ ქალაქმა ქვიანი ადგილისაგან მიიღო სახელწოდება. მისი პირველი სახელი შეიძლება ასე წარმოვადგინოთ „ქუთა-ია". ამ სიტყვის პირველი ნაწილი „ქუა"-ს უკავშირდება ,მაგრამ შემდგომში „ ქუათა-ია" „ქუთა-ია"-დ გარდაიქმნა ,ხოლო სუფიქსი „ია" შეიცვალა სუფიქსით „ისი" . 
1969 წელს პოეტმა ალეკო შენგელიამ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია „ქუთაისი-3500". ამ წერილის „ ყველა ძირითად მოტივს" მეცნიერთა საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი . ქუთაისის ხნოვანების „არანაკლები 3500 წლით" განსაზღვრის მეცნიერულად დასაბუთების პირველი ცდა ეკუთვნის პროფესორ ლევან სანიკიძეს . 
არგონავტელთა შესახებ ლეგენდის თანახმად არსებული უძველესი საისტორიო-წერილობითი ტრადიციის გამო და მრავალი სხვა უცილობელი არგუმენტის გათვალისწინებით მკვლევართა ერტ ნაწილს , სრულიად სამართლიანად , არგონაველთა დროინდელი კოლხეთის „ დედაქალაქად" ქუთაისი მიაჩნია. კუტაია-ქუთაისის არსებობა სავარაუდებელია ჯერ კიდევ არგონავტელტა თქმულების ძირითადი ბირთვის შექმნის ხანებში. 
ამრიგად , ირკვევა შემდეგი: ოქროს საწმისისა და არგონავტელთა თქმულებაში უძველესი კოლხეთის „ დედაქალაქის „ აია-კუტაიას , ე.ი.ქუთაისის პირველი მოხსენიება შეიძლებოდა გვევარაუდა , ძვ.წ. დაახლოებით მე-14 საუკუნის შუახანებიდან, ე.ი. 3300 მეტი წლის წინათ. ასე, რომ ქუთაისზე ყველაზე უძველესი ცნობების შემცველად მაინც „ არგონავტიკა" რჩება . ამიტომაც იგი ქუთაისისათვის ერთგვარ „მეტრიკად", „ დაბადების მოწმობად" მიაჩნიათ. 
ქუთაისის შესახებ მოგვითხრობს სხვადასხვა დროის გამოჩენილი ადამიანები: ამბრიჯო კონტარინი- მე-15 საუკუნის იტალიელი დიპლომატი და მოგზაური : 
„ 1474 წ. 9 ივლისს მოვედი პატარა ქალაქ ქუთასს, აქ მცირე გორაზე არის ციხე სულ ქვითკირისა. შიგ ციხეში ეკლესია არის როგორც ეტყობა ძლიერ ძველია.გავიარე ხიდი, რომელიც გადებულია საკმაოდ დიდ მდინარეზე და მივედით პატარა მინდორზე. აქ დგას სასახლე საქართველოს მეფის ბაგრატის, რომელსაც ეკუთვნის ეს „ 
ჟან შარდენი - ფრანგი კომერსანტი და მოგზაური, ქუთაისში იმყოფებოდა 1672 წლის 31 დეკემბრიდან 1673 წლის 17 იანვრამდე. 
„ქუთაისი გაშენებულია მთის კალთაზე, მდინარე ფაზისის ნაპირას. მე-6 საუკუნის ბერძენთა ისტორიკოსები ამ ქალაქს უწოდებენ ქოთებად, ამბობენ , დიდი ადგილი უჭირავსო. აქ მხოლოდ 200 სახლია , ბატონების სახელბი და მეფის სასახლე. არც სიმაგრეები აქვს, არც კედლები ყოველმხრივ ღიაა, იმ მხარის გარდა საიდანაც ზღუდავენ მდინარე და მთები, მდინარის გაღმა დაბის პირდაპირ, უფრო მაღალ მთაზე, ვიდრე ის მთა, რომლის ძირში გაშენებულია ქალაქი, დგას ქუთაისის ციხე, შიგ არ ვყოპილვართ. 
ციხე კარგად მოჩანს იმ მთიდან , რომლებიც მის პირდაპირ არის. აქვს კოშკები, ბურჯი და წყვილი კედელი, რომელნიც მაღალი და მკვიიდრნი უნდა იყვნენ". 
არქანჯელო ლამბერტი- მე-17 საუკუნის იტალიელი მისიონერი. საქართველოში დაჰყო თითქმის 18 წელი. აქედან უმეტესი ნაწილი სამეგრელოში გაატარა . 
„საქართველოს მეფემ იმ ადგილებს შორის, რომელსაც ის ფლობდა, ამოირჩია თავის სამყოფად ქუთაისი: ეს ქალაქი ჰაერის სიკარგით , მდებარეობს სიმშვენიერით და მიწის ნოყიერებით არ ჩამოუარდება არც ერთ სხვა ადგილს მის სამბრძანებლოსას. იქ, ქალაქის შუაგულს ჩამოურბის ფაზისი , რომელიც ორად ყოფს ქალაქს. მშვენიერი ხიდი კი ორთავე მხარეს აერთიანებს. გორაზე, რომელიც გადმოჰყურებს ქალაქს , დგას ეკლესია. ეს ეკლესია დაცულია უფრო ბუნებრივი მდებარეობით, ვიდრე ხელოვნური სამხედრო სიმაგრით." 
ფრიდრიხ ბოდენშტედტი-ცნობილი გერმანელი მწერალი და მეცნიერი. 
„ ქუთაისი. აპრილი, 1845" 
ქუთაისი, რიონის ორსავე მხარეს გაშლილი ქალაქია ჩინებული ჰავით, კარგი წყლითა და მოხდენილი მდებარეობით გამოირჩევა მოსახლეობა უგარნიზონოდ, 2-3 ათას კაცს არ აღემატება. უმრავლესობა - იმერლები, სომხები, ებრაელები და რუსებია. აქა-იქ შევხვდებით რამდენსამე თურქსა და ბერძენსაც. ქალაქის მთავარი საქმიანობა ვაწრობაა, ქუთაისის ყველა ღირსშესანიშნაობა ადგილს პოულობ დიუბუა დე მონპერეს მშვენიერ აღწერილობაში. იმერული სახლები, აღმოსავლეთ საქართველოს დამახასიათებელი შენობებიდან საგრძნობლად გამოირჩევიან და ჩვენებურ გემოვნებას უფრო უახლოვდებიან პატარა ხის სახლები, წვეტიანი სახურავით. მთლიანად ქუთაისი თითქმის თანამედროვე ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს, მიუხედავად ბუნების მშვენიერი სურათებისა, რომლებიც მის მწვანე ჩარჩოს ქმნიან"
კატეგორია: ქალაქის ისტორია | ნანახია: 1482 | დაამატა: grandioza | ტეგები: ქალაქის ისტორია | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩვენი მიზნები
კონკურსის „გაიცანით ჩემი რაიონი'' მიზანია უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქალაქი ქუთაისი ქართველ და უცხოელ თანატოლებს. ამ მიზნით საფუძვლიანად შევისწავლეთ ქალაქის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა, გარემოს მდგომარეობა, გარემოს დაცვითი პრობლემები, დავსახეთ ჩვენი ხედვა ქალაქში ტურიზმის განვითარებისათვის, რაზეც დამოკიდებულია ეკონომიკის სტრუქტურა, მოვიძიეთ ინფორმაცია ქალაქის ეკოსისტემის შესახებ, როგორიცაა ქალაქის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რელიეფი, ჰავა, ბუნებრივი რესურსები,წყლის რესურსების მდგომარეობა, მდინარეების დაბინძურების დონე. ამ მიზნით ბლოგის მომზადების პროცესში შევისწავლეთ უამრავი მასალა. ვითანამშრომლეთ სხვადასხვა დაწესებულებებთან: 1.კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, 2.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან; 3. ჭომის საუწყებო ლაბორატორიასთან; 4. კულტურის, სპორტის, , ძეგლთა დაცვის და განათლების საქალაქო სამსახურთან; 5.. არასამთავრობო ორგანიზაციებთან განსაკუთრებით კი „სპექტრთან“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მის თანამშრომლებს. მასალის დამუშავებასას და დახარისხებისას დავადგინეთ ქუთაისის გარემოს ხარისხი, წყლის, ჰაერის, მწვანე საფარის მდგომარეობა და მათზე მომქმედი ფაქტორები, დავადგინეთ ქალაქის ტურისტული პოტენციალის რეალური სურათი და მისი განვითარების პერსპექტივები, ამისთვის შევისწავლეთ ქალაქის და მისი მიდამოების ღირშესანიშნაობები, კულტურული, არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც ძვირფასი თვლებივით ბრწყინავს ჩვენი ხალხის უძველესი მატერიალური და სულიერი კულტურის საგანძურში. მუშაობისას გამოვიყენეთ ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ისტ-ის და სხვა სასკოლო დისციპლინებში მიღებული ცოდნა. კონკურსში მონაწილეობის სარგებლიანობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენსსა და ჩვენს თანატოლებში გაიზარდა ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობისათვის. გაგვივითარდა ბუნებისმეტყველებისათვის კვლევა-ძიების და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები: გავაცნობიერეთ სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა, დავეუფლებით ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესს. შედეგად: გავიუმჯობესებთ გარემოს მდგომარეობას ლოკალურ გარემოში(ავანგარდის დასახლებაში). მონაწილეობა მივიღეთ ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურთან ერთად სხვადასხვა გარემოს დაცვით აქტივობებში. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ გარემოს დაცვით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩართული ვართ მათ მიერ მოწყობილ სხვადასხვა ტრენინგ- პროგრამებში. აღსანიშნავია,რომ არასამთავრობო ორგანიზაციის „სპექტრის“ საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ გაიმართება 27-29 ნოემბერს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენი გუნდის წევრები მივიღებთ მონაწილეობას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზაციის თანამშრომლებს.
Block title
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 41
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0