მთავარი » 2013 » ნოემბერი » 15 » ქუთაისის გერბი და დროშა
10:35 AM
ქუთაისის გერბი და დროშა


ქალაქ ქუთაისის გერბის ფარი გარდაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს ფარის 2/3, რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი.ფარის მეორე ნაწილში (ფარის 1/3) ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ოქროს ხომალდი. 
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ოთხქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი. 
გერბის ფარს გარს აკრია ვაზის ფოთლების ოქროს ორნამენტები. 
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი.დევიზის ბაბთის მწვანე ველზე გამოსახულია ოქროთი დევიზი „ქუთაისი" და ჰერალდიკური ოქროს ჯვარი. ბაფთის რევერსი არის ოქროსი. 
ქალაქ ქუთაისის დროშა არის მართკუთხა ქსოვილი პროპორციით 2/3. 
დროშის ველი გაკვეთილია და გადაკვეთილია. ველის 1-4 მეოთხედი არის მწვანე; 2-3 მეოთხედი არის ლაჟვარდი. 
დროშის ცენტრში გამოსახულია ოქროს ჰერალდიკური ჯვარი კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით. 
ქალაქ ქუთაისის მერის შტანდარტის ვერტიკალურად გამოყენება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ სადღესასწაულო შემთხვევებში. 
ფერები: მწვანე-იმედის, ლურჯი-წარსული დიდებისა და კეთილშობილების, ოქრო-ძალაუფლების სიმბოლო. 
ქალაქ ქუთაისის სიმბოლური გასაღები იმეორებს გერბის ფიგურებსა და ორნამენტებს. 
ქუთაისის გერბის, დროშისა და სიმბოლური გასაღების ავტორები არიან ა.აბესაძე და მ.გონგაძე. 



მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
კატეგორია: ქალაქის სიმბოლიკა | ნანახია: 2206 | დაამატა: grandioza | ტეგები: ქუთაისის გერბი და დროშა | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 გაგა  
0
ქუთაისი ეს ჩემი ქალაქია

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩვენი მიზნები
კონკურსის „გაიცანით ჩემი რაიონი'' მიზანია უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქალაქი ქუთაისი ქართველ და უცხოელ თანატოლებს. ამ მიზნით საფუძვლიანად შევისწავლეთ ქალაქის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა, გარემოს მდგომარეობა, გარემოს დაცვითი პრობლემები, დავსახეთ ჩვენი ხედვა ქალაქში ტურიზმის განვითარებისათვის, რაზეც დამოკიდებულია ეკონომიკის სტრუქტურა, მოვიძიეთ ინფორმაცია ქალაქის ეკოსისტემის შესახებ, როგორიცაა ქალაქის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რელიეფი, ჰავა, ბუნებრივი რესურსები,წყლის რესურსების მდგომარეობა, მდინარეების დაბინძურების დონე. ამ მიზნით ბლოგის მომზადების პროცესში შევისწავლეთ უამრავი მასალა. ვითანამშრომლეთ სხვადასხვა დაწესებულებებთან: 1.კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, 2.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან; 3. ჭომის საუწყებო ლაბორატორიასთან; 4. კულტურის, სპორტის, , ძეგლთა დაცვის და განათლების საქალაქო სამსახურთან; 5.. არასამთავრობო ორგანიზაციებთან განსაკუთრებით კი „სპექტრთან“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მის თანამშრომლებს. მასალის დამუშავებასას და დახარისხებისას დავადგინეთ ქუთაისის გარემოს ხარისხი, წყლის, ჰაერის, მწვანე საფარის მდგომარეობა და მათზე მომქმედი ფაქტორები, დავადგინეთ ქალაქის ტურისტული პოტენციალის რეალური სურათი და მისი განვითარების პერსპექტივები, ამისთვის შევისწავლეთ ქალაქის და მისი მიდამოების ღირშესანიშნაობები, კულტურული, არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც ძვირფასი თვლებივით ბრწყინავს ჩვენი ხალხის უძველესი მატერიალური და სულიერი კულტურის საგანძურში. მუშაობისას გამოვიყენეთ ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ისტ-ის და სხვა სასკოლო დისციპლინებში მიღებული ცოდნა. კონკურსში მონაწილეობის სარგებლიანობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენსსა და ჩვენს თანატოლებში გაიზარდა ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობისათვის. გაგვივითარდა ბუნებისმეტყველებისათვის კვლევა-ძიების და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები: გავაცნობიერეთ სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა, დავეუფლებით ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესს. შედეგად: გავიუმჯობესებთ გარემოს მდგომარეობას ლოკალურ გარემოში(ავანგარდის დასახლებაში). მონაწილეობა მივიღეთ ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურთან ერთად სხვადასხვა გარემოს დაცვით აქტივობებში. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ გარემოს დაცვით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩართული ვართ მათ მიერ მოწყობილ სხვადასხვა ტრენინგ- პროგრამებში. აღსანიშნავია,რომ არასამთავრობო ორგანიზაციის „სპექტრის“ საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ გაიმართება 27-29 ნოემბერს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენი გუნდის წევრები მივიღებთ მონაწილეობას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზაციის თანამშრომლებს.
Block title
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 41
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0