მთავარი » 2013 ნოემბერი 15 » მწვანე ქალაქი
10:13 AM მწვანე ქალაქი | |
ქუთაისი მიეკუთვნება სუბტროპიკულ ზონას, რომლის ფლორაც მეტად მრავალფეროვანია.ქუთაისსა და მის შემოგარენსი კულტივირებული მცენარეები წარმოდგენილია როგორც ენდემური (ადგილობრივი), ასევე ინტროდუციული სახეობებით, რომელთაგან ბევრი რეკიქტური (ძველი) მცენარეა. ამიტომ განსაკუთრებულ აღრიცხვასა და დაცვას საჭიროებენ. ქუთაისის მწვანე საფარი მოიცავს 177 ობიექტს.აქედან 3ბაღია, 100 სკვერი, 70 გაზონი, 3 ფერდობი და ერთი პარკი. ქუთაისი გამოირჩევა დაგეგმარების თავისებურებითა და განსხვავებული არქიტექტურით. მიუხედავად მცენარეული საფარის ნაირგვარობისა, ქუთაისის გამწვანებაში მრავალი მათგანი გამოყენებული არ არის, რისი მთავარი მიძეძიცაა დეკორაციულ-მერქნოვან მცენარეთა სანერგეების სიმცირე და მათი ასორტიმენტის სიღარიბე. ქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კორპის ტყე. ამჟსმად ის მოუვლელობის გამო დაკნინებულია. ადგილი აქვს ტყის უწესრიგო ექსპლუატაციას. ქუთაისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს მუხრანის კორომი. აქ გაბატონებული ადგილი უწირავს იმერულ მუხას, რომელიც გადაშენების პირასაა. კორომში შეინიშნება ქარცევები, დეგრადილებური ეგზემპლარები, რაც გამოწვეულია ჭარბტენიანობით. მუხრანის კორომში არსებული წყალსაცავის 80% სავსეა შლამით. ასევე ამოვსებულია საწრეტი არხები, რის გამოც ისინი ვერ ასრულებენ ზედმეტი ტენის მოცილების ფუნქციას. მუხნარისა და კორპის კორომები წარმარებით შეიძლება იქნას გამოყენებულ სარეკრეაციო დანისნულებით. ქუთაისის ბულვარი თითქმის მთელი ორი საუკუნის განმავლობასი წარმოადგენდა ქალაქის დეკორატიულ სამშვენისს, საზოგადო ცხოვრების სუნთქბას და მის მაჯისცემას. ისვიათია საქალაქო ცხოვრებისათვის საზოგადოებრივი დაწესებულებათა ისეთი განლაგება ბაღის ირგვლივ, როგორც ქუთაისს ახასიათებს, ალბათ ესეც განაპირობებს ბაღის ინტიმს. ქუთაისს ბულვარის გაშენებამდე ჰქონდა საქალაქო ბაღი. ბაღის გაშენებას იმერეთის მმართველს გორჩაკოვს მიაწერენ და მდებარეობდა დღევანდელი წმ.ნინოს (მესამე სკოლის)მიმდებარე ტერიტორაზე. ბულვარი გაშენდა 1848 წელს, ქუთაისის ვიცე გუბერნატორის პ.გლინესროვის თაოსნობით, თუმცა არ არის ცნობილი, ვიცი გეგმით და უსვალო მონაწილეობით.ბაღის გეგმა საბაღო-საპარკო ხელოვნების ფრანგული სტილის მატარებელია. 1948 წელს ბაღს აღმოსავლეთით გაუკეთდა ანტიკურობისათვის დამახასიათებელი იონური სტილირ კოლონადა. შალვა დადიანის სიტყვით, აქ იყრიდა თავს ქუთაისის მასინდელი ინტელიგაცია.1908 წელს ბაღში დიდი ზეიმით აღინიშნა სახალხო მგოსნის აკაკის იუბილე. ქუთაისის ბულვარს ე.წ ბაღის კიდეს დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის გამორჩეული „კოლორიტი" პენსიონერებისათვის. ბაღში შეკრებილები განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ და პოლიტიკურ ცვლილებებს.ახარებთ მიმდინარე სასიკეთო ძვრები და იმედის თვალით უყურებენ მომავალს.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |
ჩვენი მიზნები
კონკურსის „გაიცანით ჩემი რაიონი'' მიზანია უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქალაქი ქუთაისი ქართველ და უცხოელ თანატოლებს. ამ მიზნით საფუძვლიანად შევისწავლეთ ქალაქის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა, გარემოს მდგომარეობა, გარემოს დაცვითი პრობლემები, დავსახეთ ჩვენი ხედვა ქალაქში ტურიზმის განვითარებისათვის, რაზეც დამოკიდებულია ეკონომიკის სტრუქტურა, მოვიძიეთ ინფორმაცია ქალაქის ეკოსისტემის შესახებ, როგორიცაა ქალაქის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რელიეფი, ჰავა, ბუნებრივი რესურსები,წყლის რესურსების მდგომარეობა, მდინარეების დაბინძურების დონე.
ამ მიზნით ბლოგის მომზადების პროცესში შევისწავლეთ უამრავი მასალა. ვითანამშრომლეთ სხვადასხვა დაწესებულებებთან:
1.კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია,
2.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან;
3. ჭომის საუწყებო ლაბორატორიასთან;
4. კულტურის, სპორტის, , ძეგლთა დაცვის და განათლების საქალაქო სამსახურთან;
5.. არასამთავრობო ორგანიზაციებთან განსაკუთრებით კი „სპექტრთან“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მის თანამშრომლებს.
მასალის დამუშავებასას და დახარისხებისას დავადგინეთ ქუთაისის გარემოს ხარისხი, წყლის, ჰაერის, მწვანე საფარის მდგომარეობა და მათზე მომქმედი ფაქტორები, დავადგინეთ ქალაქის ტურისტული პოტენციალის რეალური სურათი და მისი განვითარების პერსპექტივები, ამისთვის შევისწავლეთ ქალაქის და მისი მიდამოების ღირშესანიშნაობები, კულტურული, არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც ძვირფასი თვლებივით ბრწყინავს ჩვენი ხალხის უძველესი მატერიალური და სულიერი კულტურის საგანძურში.
მუშაობისას გამოვიყენეთ ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ისტ-ის და სხვა სასკოლო დისციპლინებში მიღებული ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის სარგებლიანობა გამოიხატება იმაში, რომ
ჩვენსსა და ჩვენს თანატოლებში გაიზარდა ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობისათვის. გაგვივითარდა ბუნებისმეტყველებისათვის კვლევა-ძიების და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები: გავაცნობიერეთ სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა, დავეუფლებით ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესს.
შედეგად:
გავიუმჯობესებთ გარემოს მდგომარეობას ლოკალურ გარემოში(ავანგარდის დასახლებაში). მონაწილეობა მივიღეთ ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურთან ერთად სხვადასხვა გარემოს დაცვით აქტივობებში. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ გარემოს დაცვით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ჩართული ვართ მათ მიერ მოწყობილ სხვადასხვა ტრენინგ- პროგრამებში.
აღსანიშნავია,რომ არასამთავრობო ორგანიზაციის „სპექტრის“ საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ გაიმართება 27-29 ნოემბერს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენი გუნდის წევრები მივიღებთ მონაწილეობას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზაციის თანამშრომლებს.
სექციის კატეგორიები
ქალაქის ისტორია [2] |
კულტურა [1] |
გარემოს მდგომარეობა და გარემოსდაცვითი პრობლემები [1] |
გეოგრაფიული მდებარეობა [1] |
ქალაქის სიმბოლიკა [1] |
ფლორა და ფაუნა [1] |
სპორტი [1] |
ადათ-წესები [1] |
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა