როგორც ცნობილია
სახალხო მეურნეობის სწრაფი განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების
შედეგად თანამედროვე მსოფლიოში ერთ–ერთი აქტიური პრობლემა გახდა სამრეწველო და საყოფაცხოვრებო
ნარჩენებით გარემოს დაბინძურება.
ქ.ქუთაისში დღე– ღამის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ გროვდება 0,5–1 კგ საყოფაცხოვრებო ნარჩენი,
რაც წელიწადში შეადგენდა საშუალოდ 35–40 ათას ტონას. ამას ემატება სამრეწველო ნარჩენები
და ქუჩებისა და მოედნების ანახვეტები.
ქალაქის დაგვა–დასუფთავების
მომსახურება ხორციელდება 70 ქუჩასა და დაახლოებით 1350000კვ.მ ფართობზე. ნაგავსაყრელზე ყოველწლიურად ხვდება 130–140 ათასიკუბ.მ. საყოფაცხოვრებო
ნარჩენი.
რა არის ნარჩენი, ნაგავი თუ სასარგებლო რესურსი?
„ნარჩენი სასარგებლო
ნედლეულია ! ’’ ნარჩენებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის აპრობირებულ
მეთოდებს მიეკუთვნება:
1.ნარჩენების ლიკვიდაცია(დამარხვა,დაწვა).
2.ნარჩენების
უტილიზაცია.
3.ნარჩენების კომპოსტირება.
ქ.ქუთაისის მერიის
თანადგომით განხორციელდა პროექტი „ ნარჩენების
მართვის სრულყოფა ქ. ქუთაისში". პროექტი დაფინანსდა
ევროკომისიის მიერ . მერიასთან პარტნიორობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სპექტრი".
ქალაქში საპილოტე ტერიტორიაზე ( რუსთაველის, აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, ახალგაზრდობის
გამზირები, ჯავახიშვილის, ბუხაიძის, თამარ მეფის ქუჩები, ქალაქის ცენტრი), საყოფაცხოვრებო
ნარჩენებისათვის განლაგდა სპეციალური კონტეინერები, მათ შორის:
ლურჯი ფერის კონტეინერი განკუთვნილია პლასტმასის ნარჩენებისათვის.
ყვითელიფერის კონტეინერი_
მაკულატურისათვის.
მწვანე ფერის კონტეინერი_ საერთო ნარჩენებისათვის.
ქუთაისში ფუნქციონირებს
ნარჩენების მიმღები პუნქტები:
მაკულატურის მიმღები პუნქტი__ ქუთაისი, ნიკეას
ქ. მე–9 ჩიხი #1. ღირებულება: 1კგ– 10 თეთრი.
პლასტმასის მიმღბი პუნქტი__ ქუთაისი, გუგუნავას
ქ.#8. ღირებულება: 1კგ_ 20–50 თეთრი.
540000კუბ.მ. ნარჩენიდან
მეორადი გადამუშავების შედეგად შეიძლება მიღებულ იქნას:
1. 50–60 ათასი ტონა კომპოსტი – ეკოლოგიურად
სუფთა, ბუნებრივი სასუქი.
2. 10–12 ათასი ტონა – მინის ნაწარმი.
3.
7 ათასი ტონა – პლასტმასის ნაკეთობა.
ნარჩენების
მეორადი გადამუშავება ზოგავს __ ბუნებრივ რესურსებს, ენერგიას, სუფთა ჰაერს, წყალსა
და ნიადაგს. მაგ: მაკულატორის გადამუშავებით 2–3ჯერ ნაკლები ენერგია იხარჯება, ხოლო
ჰაერისა და წყლის დაბინძურება მცირდება შესაბამისად 75% და 60%_ ით.
პლასტმასის
ნარჩენი მნიშვნელოვანი მეორადი ნედლეულია. მისგან მზადდება ბოთლები, სხვადასხვა ჭურჭელი,
ნოხები, ანტიალერგიული ბალიშები, ღვედები და ა.შ.
გვახსოვდეს!!!
სუფთა სადარბაზო,
სუფთა ეზო, სუფთა ქუჩები ,ბაღები, გაზონები, მოედნები ჩვენი ქალაქის იერსახეა და თანამოქალაქეთა
მაღალი ზნეობისა და კულტურის მაჩვენებელია!!!
სწორედ ამ მიზნით ყოველი წლის 22 აპრილს დედამიწის
დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენ, 29–ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ვაწყობთ
შაბათობას და ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე
ვრგავთ ხეებს. ჩვენ ამ ღონისძიებას კიდევ გავაგრძელებთ და იმედია უბნის მოსახლეობაც
მოგვბაძავს.
ქუთაისის ნაგავსაყრელი
გამოყოფილია 1957 წლიდან, მდებარეობს ქალაქის სამხრეთით, ნიკეას ქუჩის დასახლებიდან
500მ–ს დაშორებით. ნაგავსაყრელს ეჭირა 45ჰა, ხოლო დღესდღეობით კი იგი 15ჰა–ს მოიცავს.
იგი გათვალისწინებული იყო ქუთაისის , წყალტუბოსა და ბაღდათის რაიონებისათვის. ამჟამად
ემსახურება მხოლოდ ქუთაისს. შემოზიდული ნარჩენების რაოდენობა არ აღემატება 320კუბ.მ.
დღე–ღამეში, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობა შეადგენს 250კუბ.მ. დაგროვებული
ნაგვის ფენის სიმაღლე არის დაახლოებით 15მ.
მდინარის მხარეს არ არსებობს ჯებირი, წყალდიდობის
დროს წყალი რეცხავს და იტაცებს ნაგვის ფენებს. ნაგავსაყრელს არ გააჩნია დამცავი ბადე,
არ ხდება დაყრილი ნარჩენების დაარვა, რის გამოც ქარის დროს ხდება ნაგვის მსუბუქი ფრაქციების
გაფანტვა.
ნაგავსაყრელს არ გააჩნია პროექტი, ტერიტორია ნაწილობრივ
შემოუღობავია, ნარჩენების განთავსება არ ექვემდებარება შესაბამის მოთხოვნებს. მიმდინარეობს
ნარჩენების ღიად წვა, ამის შედეგად გამოყოფილი მავნე ნივთიერებები აბინძურებენ ჰაერს
, ორგანული ნივთიერებების ლპობისა და დაშლის გამო ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე
იგრძნობა უსიამოვნო სუნი. მრავლადაა მაწანწალა ძაღლები , მღრღნელები და მწერები.
ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა
აძოვებს საქონელს , ნაგვის ფენებიდან მოიპოვებენ და ყიდიან სხვადასხვა მასალებს( მინის
ქილებსა და ბოთლებს,პლასტმასის ნარჩენებს, შავ და ფერად ლითონებს), ინტენსიურად მიმდინარეობს
ჯართის ძებნა–შეგროვება.
შექმნილი მდგომარეობის
გამო ჩატარდა ტენდერი ახალი ნაგავსაყრელის პოლიგონის მშენებლობასთან დაკავშირებით.
ტენდერში გამარჯვებული არ სახელდება, მაგრამ ცნობილია რომ ის თბილისური კომპანიაა.
2014 წელს ქუთაისის ნაგავსაყრელი დაიმარხება და გადავა ჭოგნარის ტერიტორიაზე დახურული
სახით. იქ მოხდება ნარჩენების არა წვა , არამედ უტილიზაცია.
დიდი გულისტკივილით
გვინდა ავღნიშნოთ ის, რომ ჩვენს უბანში,ავანგარდში, სკოლასთან ახლოს მდებარეობს მეტალურგიული
ქარხანა რომელიც დიდ ზემოქმედებას ახდენს გარემოს დაბინძურებაზე. ამასთან დაკავშირებით
ჩატარდა უამრავი გამოსვლები და აქციები. მოსული იყო გარემოს დაცვის ინსპექცია და ფულადი
ჯარიმა დააკისრა ამ ქარხანას 5000 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ მათ დაამონტაჟეს ფილტრები, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ფილტრი მთელი
ღამის განმავლობაში მოხსნილია, რადგან მოსახლეობას კვლავ აწუხებს კვამლი რომელიც მომწამვლელ
აირებს შეიცავს და საზიანო როგორც ადამიანისთვის, ასევე ჩვენი ლოკალური გარემოსთვის.
ეკონომიკა
ქუთაისის საკრებულომ ქალაქის 2013 წლის
ბიუჯეტი დაამტკიცა.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 43 მლნ. 107 ათასი ლარით განისაზღვრა.
რაც,
მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით,
6 მლნ
707 000 ლარით არის გაზრდილი.
მომავალი წლის ბიუჯეტში,
მიმდინარე წლის მსგავსად,
პრიორიტეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაკეთდა. კერძოდ,
ქალაქის კეთილმოწყობის ღონისძიებები
1975,5 ათასი ლარით ფინანსდება.
კომუნალური მეურნეობის განვითარებისთვის
1 მლნ.
900 000 ლარია გათვალისწინებული. ამდენივეს შეადგენს პროგრამა
„კორპუსის" ბიუჯეტი.
ხოლო,
საკანალიზაციო სისტემების,
ღვარსადენების,
წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებებისთვის ბიუჯეტში მილიონ
100 ათასი ლარი დევს.
ქუთაისის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ავალიანი ამბობს,
რომ ქუთაისის მერიის სოციალურ ღონისძიებათა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურში პრობლემებია.
კერძოდ,
მისი განმარტებით,
ამ სამსახურის ბიუჯეტში თანხები,
ფაქტობრივად,
არ არსებობს:
"ეს საიდუმლო არ არის, ამ მხრივ მდგომარეობა ცოტა რთულია.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
დაცვისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის თანხები პრაქტიკულად აღარ არის.
სამედიცინო დახმარების
პროგრამაში დახარჯულია 257 300 ლარი. გამოყოფილი იყო 380 ათასი ლარი. ასევე, არის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამასთან დაკავშირებით.
ჩვენს შემთხვევაში,
დახარჯული თანხა არის
75% და
67%, მაგრამ საქმე ის არის,
რომ სამსახური გასცემს
საგარანტიო წერილებს, რომლებიც დიდი ალბათობით, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს,
ადრე თუ გვიან განაღდდება.
დღევანდელი დღის მდგომარეობით,
დამატებითი თანხები ამ
სამსახურს არ აქვს."
|