მთავარი » 2013 » ნოემბერი » 14 » სასმელი წყლის ხარისხი
3:42 PM
სასმელი წყლის ხარისხი



სასმელი წყლის ხარისხის შესწავლის მიზნით,ვეწვიეთ რეგიონალურ სამსახურს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" და ჭომის საუწყებო ლაბორატორიას.გავარკვიეთ,რომ ქუთაისის მოსახლეობის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს შპს "ქუთწყალკანალი" ოთხი სათავე ნაგებობიდან: მუხიანი - კაჭარა, ფარცხანაყანები, კოპიტნარი და გუმათი.
  ფარცხანაყანებისა და მუხიან - კაჭარას სათავე ნაგებობებიდან წყალი მიეწოდება ქვიტირის
II ამწეობის სატუმბ სადგურს, კოპიტნარის სათავე ნაგებობიდან საქუსლიის რეზერვუარსა და ავტოქარხნის სამხრეთ-დასავლეთ დასახლებას.
  გუმათის სათავე ნაგებობიდან წყალი თვითდინებით მიეწოდება გუმათისა და ჭომის დასახლებას. გუმათის წყალსადენის კოლექტორი დაზიანებულია მდ.რიონის კალაპოტის გადანაცვლების შედეგად.
  ყველა სათავე ნაგებობაზე დარღვეულია სანიტარული ზონის დაცვის პირობები.
  "ქუთწყალკანალის" საუწყებო ლაბორატორია სინჯებს იღებს
, როგორც სათავე ნაგებობებზე, ასევე ქსელში. გამოკვლევები ტარდება შემდეგ მაჩვენებლებზე: მიკრობიოლოგიური, ორგანოლეპტიკური, ორგანული და არაორგანული ნივთიერებები. წელიწადში ერთხელ ხდება რადიოლოგიური გამოკვლევა. ქუთაისის წყალმომხმარებლების რაოდენობის შესაბამისად თვეში საშუალოდ წარმოებს 120 სინჯის აღება.ქალაქში სასმელი წყლის ხარისხს აკონტროლებს სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია.

   ხარისხიანი სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისათვის ძირითადი მიზნებია:
წლის რესურსების დაცვა ;
წყლის რაციონალუღი გამოყენება ;
წყალმომზადების ტექნოლოგიის მკაცრი დაცვა ;
წყლის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა ;
წყალმომარეგების სისტემის მართვის გაუმჯობესება ;

   დასახული მიზნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი ამოცანებია :
სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია ;
წყალმომარაგების ობიექტების დაცვის უზრუნველყოფა ;
წყალმომარაგების ცენტრის აღდგენა-განახლება ;
წყლის დანაკარგების შემცირება ;
მოსახლეობის დაცვა უხარისხო წყლის გამოყენებისაგან, უწყვეტი ქლორირების უზრუნველყოფა ;
წყლის ხარისხზე სრულყოფილი კონტროლის უზრუნველყოფა ;
წყლის გაუვნებელყოფის თანამედროვე მეთოდების დანერგვა ;
ალტერნატიული წყალმომარაგების მოძიება ;
ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა ;
მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა შპს <<ქუთწყალკანალში>>

   ამჟამად მიმდინარე პროექტი  მიზნად ისახავს ქუთაისის მოსახლეობის წყალმომარაგების გრაფიკის გაუმჯობესებას.კერძოდ, 2014 წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს მოსახლეობის სრული გამრიცხველიანება და 2015-2016 წელებისათვის მოსახლეობის 80% უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი, ხოლო 20% 16 საათიანი წყალმომარაგების მომსახურებით.

მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
ნანახია: 1269 | დაამატა: grandioza | ტეგები: სასმელი წყლის ხარისხი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩვენი მიზნები
კონკურსის „გაიცანით ჩემი რაიონი'' მიზანია უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქალაქი ქუთაისი ქართველ და უცხოელ თანატოლებს. ამ მიზნით საფუძვლიანად შევისწავლეთ ქალაქის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა, გარემოს მდგომარეობა, გარემოს დაცვითი პრობლემები, დავსახეთ ჩვენი ხედვა ქალაქში ტურიზმის განვითარებისათვის, რაზეც დამოკიდებულია ეკონომიკის სტრუქტურა, მოვიძიეთ ინფორმაცია ქალაქის ეკოსისტემის შესახებ, როგორიცაა ქალაქის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რელიეფი, ჰავა, ბუნებრივი რესურსები,წყლის რესურსების მდგომარეობა, მდინარეების დაბინძურების დონე. ამ მიზნით ბლოგის მომზადების პროცესში შევისწავლეთ უამრავი მასალა. ვითანამშრომლეთ სხვადასხვა დაწესებულებებთან: 1.კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, 2.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან; 3. ჭომის საუწყებო ლაბორატორიასთან; 4. კულტურის, სპორტის, , ძეგლთა დაცვის და განათლების საქალაქო სამსახურთან; 5.. არასამთავრობო ორგანიზაციებთან განსაკუთრებით კი „სპექტრთან“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მის თანამშრომლებს. მასალის დამუშავებასას და დახარისხებისას დავადგინეთ ქუთაისის გარემოს ხარისხი, წყლის, ჰაერის, მწვანე საფარის მდგომარეობა და მათზე მომქმედი ფაქტორები, დავადგინეთ ქალაქის ტურისტული პოტენციალის რეალური სურათი და მისი განვითარების პერსპექტივები, ამისთვის შევისწავლეთ ქალაქის და მისი მიდამოების ღირშესანიშნაობები, კულტურული, არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც ძვირფასი თვლებივით ბრწყინავს ჩვენი ხალხის უძველესი მატერიალური და სულიერი კულტურის საგანძურში. მუშაობისას გამოვიყენეთ ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ისტ-ის და სხვა სასკოლო დისციპლინებში მიღებული ცოდნა. კონკურსში მონაწილეობის სარგებლიანობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენსსა და ჩვენს თანატოლებში გაიზარდა ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობისათვის. გაგვივითარდა ბუნებისმეტყველებისათვის კვლევა-ძიების და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები: გავაცნობიერეთ სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა, დავეუფლებით ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესს. შედეგად: გავიუმჯობესებთ გარემოს მდგომარეობას ლოკალურ გარემოში(ავანგარდის დასახლებაში). მონაწილეობა მივიღეთ ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურთან ერთად სხვადასხვა გარემოს დაცვით აქტივობებში. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ გარემოს დაცვით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩართული ვართ მათ მიერ მოწყობილ სხვადასხვა ტრენინგ- პროგრამებში. აღსანიშნავია,რომ არასამთავრობო ორგანიზაციის „სპექტრის“ საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ გაიმართება 27-29 ნოემბერს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენი გუნდის წევრები მივიღებთ მონაწილეობას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზაციის თანამშრომლებს.
Block title
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 41
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0