11:15 AM სპორტი | |
სპორტი ქუთაისის სპორტული ტრადიციები შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. ამ ლამაზმა ქალაქმა
არაერთი სახელოვანი სპორტსმენი მისცა დიდ სპორტს. სპორტის ისტორიის გაცნობის მიზნით ვეწვიეთ სპორტის მუზეუმს,
სადაც თავმოყრილია 10000_ზე მეტი ექსპონატი. ძიუდო: ირაკლი ცირეკიძე- მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი
და პრიზიორი, მსოფლიოს რვა თასის მფლობელი. იასონ ნემსაძე- ევროპის ოქროს მედლის მფლობელი.
ფირუზ ტყეშელაშვილი- ევროპის ორგზის პრიზიორი. ბ/რ ჭიდაობა - ლაშა გოგიტაძე- საქართველოს ჩემპიონი, მსოფლიოსა
და ევროპის პრიზიორი. კახა ჯანელიძე- ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი. ლაშა გვადიბაძე- ევროპის პრიზიორი
ახალგაზრდებს შორის. მირიან ნიშნიანიძე- ევროპის ჩემპიონი. ჩვენი სკოლა ამ ტრიციებს დღესაც აგრძელებს. თანამედოვე
დონეზე აღჭურვილ სპორტულ დარბაზებში იწრთობიან მომავალი სპორტსმენები: ბ/რ ჭიდაობა
- ოთარ ლოლაძე- საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებული, საქართველოს ჩემპიონი;
რამაზ კვეტენაძე- საქართველოს ჩემპიონი.გივი ლოლაძე-საერთაშორისო და რესპუბლიკური შეჯიბრებების
არაერთგზის ჩემპიონი. ძიუდო- ვახტანგ აბესაძე- საქართველოს ჩემპიონი. ჭადრაკი- მარი მჟავია- საქართველოს
ჩემპიონი. მარიამ გაბარაშვილი- საქართველოს პრიზიორი. ფარიკაობა- ქრისტინე მიქაძე- საქართველოს
ჩემპიონი, საერთაშორისო შეჯიბრებების პრიზიორი.მარი კეკუტია- საქართველოს ჩემპიონი. 29-ე სკოლის ცნობილი სპორტსმენების სტუმრობაც ახსოვს.აქ ბრძანდებოდნენ: ნონა გაფრინდაშვილი,ნინო გურიელი,ნანა ალექსანდრია და ჯანო ბაგრატიონი, რომლებმაც საერთაშორისო ოლიმპიური იდეების პოპულარიზაციისათვის სკოლას გადასცეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის,
ბატონი ხუან ანტონიო სამარანჩის საპატიო
სიგელი.
| |
|
სულ კომენტარები: 1 | ||
| ||
ქალაქის ისტორია [2] |
კულტურა [1] |
გარემოს მდგომარეობა და გარემოსდაცვითი პრობლემები [1] |
გეოგრაფიული მდებარეობა [1] |
ქალაქის სიმბოლიკა [1] |
ფლორა და ფაუნა [1] |
სპორტი [1] |
ადათ-წესები [1] |