4:02 PM ზედაპირული წყლები | |
ქუთაისის ერთ-ერთი უმწვავესი გარემოსდაცვითი პრობლემაა
ზედაპირული წყლების დაბინძურება საყოფაცხოვრებო, საწარმოო და სანიაღვრე ჩამდინარე წყლებით. ქუთაისში ფუნქციონირებად არც ერთ საწარმოში არ ხორციელდება ჩამდინარე წყლების სრულყოფილი გაწმენდა. რის შედეგადაც მდინარეები დაბინძურებულია საწარმოო ნარჩენებით. მთელი ქალაქის სანიაღვრე და საწარმოო ჩამდინარე წყლები საკანალიზაციო სისტემით უერთდება საერთო კოლექტორს და გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდ. რიონში. მდინარე
რიონის-ქალაქის ძირითადი სანიტარული არტერიის დაბინძურებაში უდიდესი წილი მოდის
ქუთაისის საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლებზე, რომლებიც გადის ქალაქიდან და პატრიკეთის
გამწმენდი ნაგებობის უმოქმედობის გამო საერთო კოლექტორიდან ავარიული მილის გავლით ჩაედინება
პირდაპირ მდინარეში. ქალაქის გასასვლელში, მდინარე
რიონის სანიტარულ ზონაში მდებარეობს ქალაქის ცენტრალური ნაგავსაყრელი, საიდანაც წყალდიდობის
დროს წყალი რეცხავს და იტაცებს ნაგვის ფენებს. მდ. რიონის კალაპოტი ქალაქის
მთელ ტერიტორიაზე დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენბებით. წლების
მანძილზე ქუთაისის ლითოფონის ქარხნის ტერიტორიაზე არსებული დიდი რაოდენობის საწარმოო
ნარჩენები მნიშვნელოვნად აბინძურებს რიონს. ქუთაისში არ არსებობს ნახმარი
ზეთებისა და ნავთობპროდუქტებიანი შლამების ჩამბარებელი პუნქტები, ამის გამო საწარმოებში
დაგროვილი ნავთობპროდუქტები და ნავთობდამჭერებიდან ამოღებული შლამები ხვდება მდინარეებში.
მდინარე ოღასკურა კვეთს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ
ნაწილის მჭიდროდ დასახლებულ უბნებს, ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩებსა და ავტომშენებლის
დასახლებას. მასში ჩაედინება ავტოქარხნის საწარმოო და სანიაღვრე ჩამდინარე წყლები მდინარე სავალალო მდგომარეობაშია,
ბინძურდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებითა და ჩამდინარე წყლებით. არ არის დაცული მდინარის
სანიტარული დაცვის ზოლი, მასში მოსახლეობას ჩადგმული აქვს დამხმარე ნაგებობები(საღორეები,
საქათმეები, ავტოფარეხები). მდ.ოღასკურას წყლის ხარისხი
უარესია რიონის წყალთან შედარებით, განსაკუთრებით წყლის თბილ პერიოდშ და წყალმცირობის
დროს. მდ. ოღასკურა ვერ უზრუნველყოფს წყლის ცალკეულ ბინადართა (თებზების) მინერალური
სასიცოცხლო პირობების შექმნას,
მდინარე რუა-კვეთს ქალაქის არაკანალიზებულ
უბნებს, მასში სანიაღვრე ქსელით ჩადის საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლები. მდინარის კალაპოტი
დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
ქალაქის ისტორია [2] |
კულტურა [1] |
გარემოს მდგომარეობა და გარემოსდაცვითი პრობლემები [1] |
გეოგრაფიული მდებარეობა [1] |
ქალაქის სიმბოლიკა [1] |
ფლორა და ფაუნა [1] |
სპორტი [1] |
ადათ-წესები [1] |