მთავარი »
ქუთაისი ---აპოლონიუს როდოსელი |
"...კვიტაისის ხმელეთსა და კირკეონის ველზე ამარანტების შორეული მთებიდან მორევიანი ფაზისი მიაგორებს ფართო ნაკადს ზღვისაკენ. როცა ამ მდინარის შესართავთან მიაცურებთ ხომალდს, დაინახავთ კვიტაიელი აიეტის კოშკებს... "
აპოლონიუს როდოსელი "არგონავტიკა". ძვ.წ III საუკუნე. |
|
ქალაქის ისტორია |
ქუთაისს 3500-ზე მეტი წლის ისტორია აქვს, თუ მეტი არა.ჟამიდან ჟამამდე ამ ხნის განმავლობაში ჩვენი სამშობლო საქართველო, ასევე ქუთაისი, საქართველოს გულის გული მტერმაც ბევრმა ინახულა და მოყვარემ მოყვრულად. ანტიკური ეპოქის ელადები და ბიზანტიელები, რომაელები, სპარსელები, არაბები, თურქ-სელჩუკები და თურქები, რუსნი და სკვითნი აგრევდნენ, წვავდნენ, მიწასთან ასწორებდნენ, მაგრამ კვლავ ფენიქსივით აღიმართებოდა ქვათლილი ქალაქი. მას შემდეგ ბერჯერ იწვიმა და იქუხა ცამ, წყალმაც ბევრმა ჩაიარა მდინარე რიონში და მოდის , მოდის დასაბამიდან ამაყი სახელი ქალაქი ქუთაისისა, "მზესავით ცხელი-მზესავით ნათელი-მზესავით გახელებული-მზესავით მართალი მოდიოდა და საუკუნეებს უტოვებდა მზის ნიშანს. „ივერიის ქალწულის თვალებით იმზირებოდა საუკუნეთა სიღრმიდან, მარადისობაში გადასული სასოებით იტვიფრავდა მკერდზე ქრისტეს სახელს და ვაზის ჯვრით იშენებდა უკვდავების ტაძარ-მონასტერს. ქუთაისმა ისტორიული განვითარების მეტად ხანგრძლივი რთული გზა განვლო. ქუთაისის წარსული ძლზე მდიდარია საინტერესო მოვლენებით. სახელწოდება „ქუთაისი’’-ს შესახებ ბევრი სხვადასხვა აზრია გამოთქმული. ქუთაისი როგორც გეოგრაფიული პუნქტი ჩაისახა ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე , სადაც მეგრულ-ჭანური, ქართველური ტომები ცხოვრობდნენ , ამიტომ სიტყვა ქუთაისის ძირი მეგრული დიალექტის ლექსიკონში უნდა ვეძებოთ. ამ დიალექტზე კი „ ქვა’’ შეესატყვისება „ქუა’’ ქუთაისის სახელწოდებას .მაშასადამე საფუძვლად უდევს „ქუა". ბერძნები ძველად ქუთაისს „კუტაიას" უწოდებენ . თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას , რომ ქუთაისის ფარგლებში მდინარე რიონის კალაპოტი მთლიანად ქვიანია , მხოლოდ თვით ქალაქის ციტადელი და ძველესი კვარტლები კლდოვან მაღლობზე იყო გაშენებული , ყველაზე უფრო სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ,რომ ქალაქმა ქვიანი ადგილისაგან მიიღო სახელწოდება. მისი პირველი სახელი შეიძლება ასე წარმოვადგინოთ „ქუთა-ია". ამ სიტყვის პირველი ნაწილი „ქუა"-ს უკავშირდება ,მაგრამ შემდგომში „ ქუათა-ია" „ქუთა-ია"-დ გარდაიქმნა ,ხოლო სუფიქსი „ია" შეიცვალა სუფიქსით „ისი" . 1969 წელს პოეტმა ალეკო შენგელიამ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია „ქუთაისი-3500". ამ წერილის „ ყველა ძირითად მოტივს" მეცნიერთა საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი . ქუთაისის ხნოვანების „არანაკლები 3500 წლით" განსაზღვრის მეცნიერულად დასაბუთების პირველი ცდა ეკუთვნის პროფესორ ლევან სანიკიძეს . |
|
ადათ-წესები და ენა/დიალექტი |
„ დიალექტი" ძველბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მეტყველაბას, გამოთქმას, სამეტყველო მანერას; სიტყვა დიალექტი კიდევ გულისხმობს ამა თუ იმ პიროვნებისა თუ კუთხისათვის დამახასიათებელ წარმოთქმას, გამოთქმას , საუბრის იერს, ინტონაციას, ხმის მიმოქცევას.
იმერული კილო საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზეა განფენილი, რაც განაპირობებს მის ნაირგვარობას კილოკავებისა და თქმების მიხედვით. მაგ. ზემოიმერული- ბიცოლა, დაწერეს. ქვემოიმერული- ბიცოლე, დაწერენ, არიენ , უყვალარიაენ, დამჯდალარიენ, ჭრიენ, მღრიენ, გამთბალარიენ და ა.შ. |
|
სპორტი |
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით და იმედის თვალით შევყურებთ მომავალს. ქუთაისის სპორტული ტრადიციები შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. ამ ლამაზმა ქალაქმა არაერთი სახელოვანი სპორტსმენი მისცა დიდ სპორტს. სპორტის ისტორიის გაცნობის მიზნით ვეწვიეთ სპორტის მუზეუმს, სადაც თავმოყრილია 10000_ზე მეტი ექსპონატ |
|
ფლორა და ფაუნა |
ქუთაისი ტერიტორიასა და მის უშუალო მისადგომებზე ახლაც არსებობს შემორჩენილი ტყეები, რომლებიც დიდ სილამაზეს აძლევენ ქალაქს და დადებითად მოქმედებენ მის კლიმატზე. ქალაქის ფარგლებში შედის მუხრანი(საღორიის ტყე) იგი მდებარეობს ქუთაისის სამხრეთ განაპირა უბანში და უკავია ამავე სახელმწიფოს ტერასა. მისი ფართობი 480 ჰექტარია და ქალაქის მთელი მიწების 6,2 %-ია.
|
|
გეოგრაფიული მდებარეობა |
ქალაქი ქუთაისი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. იგი გაშენებულია იმ ადგილას, სადაც მდინარე რიონი თავისი ვიწრო და საკმაოდ ღრმა ხეობიდან ფართო ვაკეზე გამოდის. ქუთაისის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა განისაზღვრება აღმოსავლეთ გრძედის 42 15' და ჩრდილოეთით განედის 42 40'-ით. მისი ფართობი შეადგენს 70კვ.კმ-ის. მიწა ქალაქის საზღვრებში (ზედაპირი) 67,9 კვ.კმ, ურბანიზებული მიწა 55კვ.კმ. ქალაქის პირველადი საგზაო ქსელის სიგრძეა 3231,3 კმ.
ქალაქის განაშენიანებული კვარტლები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გრძელდება 7კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 20კკმ-ზე. ყველაზე დაბალი მდებარეობა აქვს სამხრეთ-დასავლეთ განაპირა უბნებს, რომლებიც განლაგებულია ზღვის დონიდან125-130მ-ზე, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით დასახლება თანდათან მაღლა მიიწევს ფერდობებზე და ტყიბულის გზატკეცილის გასწვრვივ აღწევს 300მ სიმაღლეს. |
|
ქუთაისის გერბი და დროშა |
.ქალაქ ქუთაისის გერბის ფარი გარდაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს ფარის 2/3, რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი.ფარის მეორე ნაწილში (ფარის 1/3) ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ოქროს ხომალდი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ოთხქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი. გერბის ფარს გარს აკრია ვაზის ფოთლების ოქროს ორნამენტები. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი.დევიზის ბაბთის მწვანე ველზე გამოსახულია ოქროთი დევიზი „ქუთაისი" და ჰერალდიკური ოქროს ჯვარი. ბაფთის რევერსი არის ოქროსი. ქალაქ ქუთაისის დროშა არის მართკუთხა ქსოვილი პროპორციით 2/3. დროშის ველი გაკვეთილია და გადაკვეთილია. ველის 1-4 მეოთხედი არის მწვანე; 2-3 მეოთხედი არის ლაჟვარდი. |
|
მწვანე ქალაქი |
ქუთაისი მიეკუთვნება სუბტროპიკულ ზონას, რომლის
ფლორაც მეტად მრავალფეროვანია.ქუთაისსა და მის შემოგარენსი კულტივირებული მცენარეები წარმოდგენილია როგორც ენდემური (ადგილობრივი), ასევე ინტროდუციული სახეობებით, რომელთაგან ბევრი რეკიქტური (ძველი) მცენარეა. ამიტომ განსაკუთრებულ აღრიცხვასა და დაცვას საჭიროებე |
|
ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა"სუფთა ჰაერი ქალაქს" |
ათეული წლების განმავლობაში
ქუთაისი საქართველოს მსხვილ ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენდა. უკანასკნელ პერიოდში წარმოების
მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია გარემოზე დამაბინძურებლების ზემოქმედენის მნიშვნელოვანი
კლება. მსხვილი საწარმოები შეიცვალა დაბინძურების მასშტაბის მიხედვით მცირე და საშუალო
წყაროებით.ქუთაისის ატმოსფერული ჰაერის პოტენციურ დამაბინძურებლებია:
|
|
ნარჩენები |
„ბუნებას არ გააჩნია ნარჩენები" მ.ბრაუნგარტი როგორც ცნობილია
სახალხო მეურნეობის სწრაფი განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების
შედეგად თანამედროვე მსოფლიოში ერთ–ერთი აქტიური პრობლემა გახდა სამრეწველო და საყოფაცხოვრებო
ნარჩენებით გარემოს დაბინძურება. |
|
ჩვენი მიზნები
კონკურსის „გაიცანით ჩემი რაიონი'' მიზანია უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქალაქი ქუთაისი ქართველ და უცხოელ თანატოლებს. ამ მიზნით საფუძვლიანად შევისწავლეთ ქალაქის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა, გარემოს მდგომარეობა, გარემოს დაცვითი პრობლემები, დავსახეთ ჩვენი ხედვა ქალაქში ტურიზმის განვითარებისათვის, რაზეც დამოკიდებულია ეკონომიკის სტრუქტურა, მოვიძიეთ ინფორმაცია ქალაქის ეკოსისტემის შესახებ, როგორიცაა ქალაქის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რელიეფი, ჰავა, ბუნებრივი რესურსები,წყლის რესურსების მდგომარეობა, მდინარეების დაბინძურების დონე.
ამ მიზნით ბლოგის მომზადების პროცესში შევისწავლეთ უამრავი მასალა. ვითანამშრომლეთ სხვადასხვა დაწესებულებებთან:
1.კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია,
2.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან;
3. ჭომის საუწყებო ლაბორატორიასთან;
4. კულტურის, სპორტის, , ძეგლთა დაცვის და განათლების საქალაქო სამსახურთან;
5.. არასამთავრობო ორგანიზაციებთან განსაკუთრებით კი „სპექტრთან“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მის თანამშრომლებს.
მასალის დამუშავებასას და დახარისხებისას დავადგინეთ ქუთაისის გარემოს ხარისხი, წყლის, ჰაერის, მწვანე საფარის მდგომარეობა და მათზე მომქმედი ფაქტორები, დავადგინეთ ქალაქის ტურისტული პოტენციალის რეალური სურათი და მისი განვითარების პერსპექტივები, ამისთვის შევისწავლეთ ქალაქის და მისი მიდამოების ღირშესანიშნაობები, კულტურული, არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც ძვირფასი თვლებივით ბრწყინავს ჩვენი ხალხის უძველესი მატერიალური და სულიერი კულტურის საგანძურში.
მუშაობისას გამოვიყენეთ ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ისტ-ის და სხვა სასკოლო დისციპლინებში მიღებული ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის სარგებლიანობა გამოიხატება იმაში, რომ
ჩვენსსა და ჩვენს თანატოლებში გაიზარდა ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობისათვის. გაგვივითარდა ბუნებისმეტყველებისათვის კვლევა-ძიების და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები: გავაცნობიერეთ სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა, დავეუფლებით ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესს.
შედეგად:
გავიუმჯობესებთ გარემოს მდგომარეობას ლოკალურ გარემოში(ავანგარდის დასახლებაში). მონაწილეობა მივიღეთ ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურთან ერთად სხვადასხვა გარემოს დაცვით აქტივობებში. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ გარემოს დაცვით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ჩართული ვართ მათ მიერ მოწყობილ სხვადასხვა ტრენინგ- პროგრამებში.
აღსანიშნავია,რომ არასამთავრობო ორგანიზაციის „სპექტრის“ საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ გაიმართება 27-29 ნოემბერს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენი გუნდის წევრები მივიღებთ მონაწილეობას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზაციის თანამშრომლებს.
სექციის კატეგორიები
ქალაქის ისტორია [2] |
კულტურა [1] |
გარემოს მდგომარეობა და გარემოსდაცვითი პრობლემები [1] |
გეოგრაფიული მდებარეობა [1] |
ქალაქის სიმბოლიკა [1] |
ფლორა და ფაუნა [1] |
სპორტი [1] |
ადათ-წესები [1] |
კალენდარი
« იანვარი 2025 » | ||||||
ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა